ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

შალვა პაპუაშვილი: "რომ არა ხელისუფლების სწორი პოლიტიკა, შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენ

ქართული ოცნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქვეყანამ წარსულში მრავალი ომი და დაპირისპირება გადაიტანა, რამაც მისი განვითარება შეაფერხა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ბოლო 14 წელია უწყვეტი მშვიდობა ნარჩუნდება, რაც სწორი პოლიტიკის შედეგია.

შალვა პაპუაშვილი: "რომ არა ხელისუფლების სწორი პოლიტიკა, შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენ
შალვა პაპუაშვილი: "რომ არა ხელისუფლების სწორი პოლიტიკა, შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენPOSTV

“სოხუმის დაცემის დღეს ვიხსენებთ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპნენ, ვიხსენებთ მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც შეეწირა ამ ომს”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ომებმა წლების განმავლობაში შეაფერხა ქვეყნის განვითარება და მნიშვნელოვანია მშვიდობის მნიშვნელობის გააზრება.

„ამ დღეს ამავე დროს ვიხსენებთ იმ ომებისა და დაპირისპირებებს, რომლებმაც წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების განვითარება შეაფერხა და ამ გადმოსახედიდან კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გავიაზროთ მშვიდობის მიზანი და მნიშვნელობა. ის რომ ჩვენ ამდენი ომები და დაპირისპირება გადავიტანეთ, ამან ქვეყანა ათეულობით წლებით უკან დახია განვითარების გზაზე და ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რომ ხალხი და ხელისუფლება ბოლო 14 წელია უწყვეტ მშვიდობას ინარჩუნებს.

საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ოთხი ხელისუფლებიდან სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებამ შეძლო საქართველოში უწყვეტი მშვიდობის შენარჩუნება, ეს ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე გვაფიქრებს იმაზე, რომ ეს არ არის ბუნებრივი მოცემულობა, საკმარისია გავიხედოთ ჩვენ გარშემო რა ხდება, მიხვდებით, რომ, რომ არა ხელისუფლების სწორი პოლიტიკა, შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენ საქართველოს განადგურების კალაპოტიდან მშვიდობის კალაპოტზე გადავიყვანეთ ჩვენი ქვეყანა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სოხუმის დაცემის დღეს ვიხსენებთ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპნენ, ვიხსენებთ მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც შეეწირა ამ ომს“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.