ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

შალვა პაპუაშვილი: რომ არა ხელისუფლების სწორი პოლიტიკა, შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენ განადგურების კალაპოტიდან, მშვიდობის კალაპოტზე გადავიყვანეთ ქვეყანა

ქართული ოცნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქვეყანამ წარსულის ომებისა და დაპირისპირებების ფონზე უნდა გაიაზროს მშვიდობის მნიშვნელობა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა ბოლო 14 წლის განმავლობაში უწყვეტი მშვიდობის შენარჩუნება და ქვეყნის განადგურების კალაპოტიდან მშვიდობის კალაპოტზე გადაყვანა.

შალვა პაპუაშვილი: რომ არა ხელისუფლების სწორი პოლიტიკა, შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენ განადგურების კალაპოტიდან, მშვიდობის კალაპოტზე გადავიყვანეთ ქვეყანა
შალვა პაპუაშვილი: რომ არა ხელისუფლების სწორი პოლიტიკა, შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენ განადგურების კალაპოტიდან, მშვიდობის კალაპოტზე გადავიყვანეთ ქვეყანაიმედინიუსი

სოხუმის დაცემის დღეს ვიხსენებთ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპნენ, ვიხსენებთ მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც შეეწირა ამ ომს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ომებმა წლების განმავლობაში შეაფერხა ქვეყნის განვითარება და მნიშვნელოვანია მშვიდობის მნიშვნელობის გააზრება.

„ამ დღეს ამავე დროს ვიხსენებთ იმ ომებისა და დაპირისპირებებს, რომლებმაც წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების განვითარება შეაფერხა და ამ გადმოსახედიდან კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გავიაზროთ მშვიდობის მიზანი და მნიშვნელობა. ის რომ ჩვენ ამდენი ომები და დაპირისპირება გადავიტანეთ, ამან ქვეყანა ათეულობით წლებით უკან დახია განვითარების გზაზე და ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რომ ხალხი და ხელისუფლება ბოლო 14 წელია უწყვეტ მშვიდობას ინარჩუნებს. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ოთხი ხელისუფლებიდან სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებამ შეძლო საქართველოში უწყვეტი მშვიდობის შენარჩუნება, ეს ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე გვაფიქრებს იმაზე, რომ ეს არ არის ბუნებრივი მოცემულობა, საკმარისია გავიხედოთ ჩვენ გარშემო რა ხდება, მიხვდებით, რომ, რომ არა ხელისუფლების სწორი პოლიტიკა, შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენ საქართველოს განადგურების კალაპოტიდან მშვიდობის კალაპოტზე გადავიყვანეთ ჩვენი ქვეყანა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამ დღეს ამავე დროს ვიხსენებთ იმ ომებისა და დაპირისპირებებს, რომლებმაც წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების განვითარება შეაფერხა და ამ გადმოსახედიდან კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გავიაზროთ მშვიდობის მიზანი და მნიშვნელობა. ის რომ ჩვენ ამდენი ომები და დაპირისპირება გადავიტანეთ, ამან ქვეყანა ათეულობით წლებით უკან დახია განვითარების გზაზე და ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რომ ხალხი და ხელისუფლება ბოლო 14 წელია უწყვეტ მშვიდობას ინარჩუნებს. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ოთხი ხელისუფლებიდან სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებამ შეძლო საქართველოში უწყვეტი მშვიდობის შენარჩუნება, ეს ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე გვაფიქრებს იმაზე, რომ ეს არ არის ბუნებრივი მოცემულობა, საკმარისია გავიხედოთ ჩვენ გარშემო რა ხდება, მიხვდებით, რომ, რომ არა ხელისუფლების სწორი პოლიტიკა, შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენ საქართველოს განადგურების კალაპოტიდან მშვიდობის კალაპოტზე გადავიყვანეთ ჩვენი ქვეყანა“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.