პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა • POSTV

თავდაცვის სამინისტროსაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობა

სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა. აფხაზეთში 1992-1993 წლების სამხედრო დაპირისპირების შედეგად საქართველოს იურისდიქცია დაიკარგა, აფხაზეთმა ე.წ. დამოუკიდებლობა მოიპოვა, რაც საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთის მიერ ოკუპაციად აღიარა. ომს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. თარიღთან დაკავშირებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა • POSTV
POSTV

სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. 1992-1993 წლების დაპირისპირების შედეგად, საქართველომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იურისდიქცია დაკარგა, აფხაზეთმა კი ე.წ. დამოუკიდებლობა მოიპოვა. საერთაშორისო თანამეგობრობამ მოგვიანებით ეს ფაქტი რუსეთის მიერ ოკუპაციად აღიარა. ​

ამ დრომდე, დაუზუსტებელი მონაცემებით, ომს აფხაზეთში ქართულ მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. აფხაზეთიდან დევნილი 250 000-ზე მეტი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარე კი აცხადებს, რომ დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.

აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები იძულებულები გახდნენ, სახლები დაეტოვებინათ და სამშვიდობოს კავკასიის მთებიდან გასულიყვნენ.

სოხუმის დაცემიდან 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, სახელმწიფო დროშა დაშვებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე, პარლამენტის სასახლეზე, თავდაცვის სამინისტროს შენობაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავობის შენობასა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 5
  1. იმედინიუსისამთავრობოსოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა
  2. ტაბულაოპოზიციურისოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა
  3. TV პირველიოპოზიციურისოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციურისოხუმის დაცემის დღეს ადმინისტრაციულ შენობებზე დაუშვეს სახელმწიფო დროშები
  5. ფორმულაოპოზიციურისოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა
  6. ალიაოპოზიციურისოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები