ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ზელენსკიმ სანქციები დააწესა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის არჩევნების ჩატარების გამო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას იმ 44 პირის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ, რომლებიც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების ჩატარებაში იყვნენ ჩართული. დასავლეთის თითქმის ყველა სახელმწიფომ და უკრაინამ აღნიშნული არჩევნები უკანონოდ ცნო.

ზელენსკიმ სანქციები დააწესა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის არჩევნების ჩატარების გამო
ზელენსკიმ სანქციები დააწესა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის არჩევნების ჩატარების გამორადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას იმ პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების ჩატარებაში იყვნენ ჩართული.

სიაში 44 ადამიანია. მათგან 38-ს როგორც უკრაინის, ისე რუსეთის მოქალაქეობა აქვს. პრეზიდენტის ოფისი აღნიშნავს, რომ ამ ადამიანებიდან ზოგიერთი უკვე „არჩეული იყო უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ შექმნილი ადგილობრივი საბჭოების ე.წ. დეპუტატად“.

რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები 18-20 სექტემბერს ჩატარდა. ამასთან, კრემლმა პირველად გაუკეთა ორგანიზება კენჭისყრას უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.

უკრაინამ და დასავლეთის თითქმის ყველა სახელმწიფომ უკანონოდ ცნო ეს პროცესი და მისი შედეგები. ევროკავშირის ხელისუფლებამ განაცხადა მზადყოფნის შესახებ, სანქციები დააწესოს რუსეთის იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ჩატარებულ არჩევნებს.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.