პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მუხთარ ტლეუბერდის შეხვდა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მუხთარ ტლეუბერდის შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები და „შუა დერეფნის“ განვითარების საკითხები. მაკა ბოჭორიშვილმა კოლეგას სამძიმარი გამოუცხადა კასპიის ზღვაში მომხდარი ტრაგედიის გამო.

მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მუხთარ ტლეუბერდის შეხვდა
პირველი არხი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მუხთარ ტლეუბერდის შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყაზახეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისა და ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.

„საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებასა და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში საქართველოსა და ყაზახეთის თანამშრომლობისა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას.

მაკა ბოჭორიშვილმა კოლეგას კასპიის ზღვაში მიმდინარე სამხედრო წვრთნების დროს მომხდარი ტრაგედიის შედეგად, ყაზახი სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოუცხადა“, – ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობომაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები