პრემიერი: "ხედავენ საკუთარ წარუმატებლობას და მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ყოველდღიური შეკრებები, რომლებზეც ადამიანები მცირე რაოდენობით იკრიბებიან, სექტის საქმიანობის ფორმას იძენს, რადგან მათ არ აქვთ მიზანი და შედეგზე ორიენტაცია.

“ამდენი დღის განმავლობაში თვითონ ხედავენ საკუთარ წარუმატებლობას და მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, რაოდენობა დაახლოებით ასეთია, შესაბამისად, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ, ამ ერთობამ, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, როდესაც იკრიბებიან ყოველგვარი მიზნის გარეშე და იციან, რომ ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ, ეს სექტის საქმიანობის ერთგვარი ფორმაა.
„როდესაც რიტუალებს ატარებ ყოველდღიურ რეჟიმში, ყოველგვარი მიზნის გარეშე, იცი, რომ ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევ და ყოველგვარ შედეგზე ორიენტაციის გარეშე, მიზნის გარეშე იკრიბები ასეთი ფორმით, ეს არის ნამდვილად ერთგვარი სექტის საქმიანობის ფორმა, სხვა შეფასება ამას ვერ ექნება,“- აღნიშნა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2პრემიერი: ხედავენ საკუთარ წარუმატებლობას და მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე შეიძინა ამ დაჯგუფებამ, როდესაც მიზნის გარეშე იკრიბები და იცი, რომ ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევ, ეს არის ნამდვილად სექტის საქმიანობის ფორმა
- ტაბულაკობახიძე აქციაზე: იკრიბებიან 20, 50, 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
- პირველი არხიირაკლი კობახიძე – ხედავენ საკუთარ წარუმატებლობას და მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ, როდესაც მიზნის გარეშე იკრიბები
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…