ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

კახა კალაძე - ვილი სანიოლმა ნაკრებში საკუთარი კვალი დატოვა - ჩვენს ბიჭებს დაუბრუნა რწმენა, ბრძოლის უნარი და გაუჩინა განცდა, რომ ყველა ოცნების ასრულება შესაძლებელია

ქართული ოცნება

კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ვილი სანიოლის მიერ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოსტის დატოვებას და მადლობა გადაუხადა მას ნაკრების წარმატებებისა და ისტორიული მიღწევებისთვის.

კახა კალაძე - ვილი სანიოლმა ნაკრებში საკუთარი კვალი დატოვა - ჩვენს ბიჭებს დაუბრუნა რწმენა, ბრძოლის უნარი და გაუჩინა განცდა, რომ ყველა ოცნების ასრულება შესაძლებელია
კახა კალაძე - ვილი სანიოლმა ნაკრებში საკუთარი კვალი დატოვა - ჩვენს ბიჭებს დაუბრუნა რწმენა, ბრძოლის უნარი და გაუჩინა განცდა, რომ ყველა ოცნების ასრულება შესაძლებელიაინტერპრესნიუსი

2021 წელს, როცა ვილი სანიოლი მთავარ მწვრთნელად მოვიდა, ჩვენი ნაკრებისთვის რთული პერიოდი იყო - მან გუნდის მართვასთან ერთად უმნიშვნელოვანესი რამ გააკეთა- ჩვენს ბიჭებს დაუბრუნა რწმენა, ბრძოლის უნარი და გაუჩინა განცდა, რომ ყველა ოცნების ასრულება შესაძლებელია,- ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან ვილი სანიოლის წასვლას.

როგორც კალაძე „ფეისბუქზე“ წერს, სანიოლმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში საკუთარი კვალი დატოვა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ადამიანს, რომელიც ქართულ ფეხბურთში თავისი ისტორიითა და წარმატებებით მოვიდა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში საკუთარი კვალი დატოვა.

2021 წელს, როცა ვილი სანიოლი მთავარ მწვრთნელად მოვიდა, ჩვენი ნაკრებისთვის რთული პერიოდი იყო. მან გუნდის მართვასთან ერთად უმნიშვნელოვანესი რამ გააკეთა- ჩვენს ბიჭებს დაუბრუნა რწმენა, ბრძოლის უნარი და გაუჩინა განცდა, რომ ყველა ოცნების ასრულება შესაძლებელია.

რა თქმა უნდა, ვილი სანიოლის სახელთან მუდამ იქნება დაკავშირებული დღე, როცა საქართველომ პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება. შემდეგ კი იყო დაუვიწყარი გამარჯვება პორტუგალიასთან და ისტორიული გასვლა მერვედფინალში. დღეს მთელმა მსოფლიომ იცის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შესახებ და ამაში სანიოლის წვლილი მნიშვნელოვანია.

მადლობა ვილის იმ დაუვიწყარი მატჩებისთვის, როცა საქართველოს ნაკრებს მთელი ქვეყანა ერთ მუშტად შეკრული გულშემატკივრობდა.

საქართველო არ ივიწყებს ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის წარმატების ისტორიაში თავიანთი ფურცელი დატოვეს.

ვილი სანიოლი და მისი სამწვრთნელო გუნდი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქალაქის, ქვეყნისა და ფეხბურთის ისტორიის განუყოფელ ნაწილად. მადლობა!“,- წერს კალაძე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მინდა, მადლობა გადავუხადო ადამიანს, რომელიც ქართულ ფეხბურთში თავისი ისტორიითა და წარმატებებით მოვიდა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში საკუთარი კვალი დატოვა. 2021 წელს, როცა ვილი სანიოლი მთავარ მწვრთნელად მოვიდა, ჩვენი ნაკრებისთვის რთული პერიოდი იყო. მან გუნდის მართვასთან ერთად უმნიშვნელოვანესი რამ გააკეთა- ჩვენს ბიჭებს დაუბრუნა რწმენა, ბრძოლის უნარი და გაუჩინა განცდა, რომ ყველა ოცნების ასრულება შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ვილი სანიოლის სახელთან მუდამ იქნება დაკავშირებული დღე, როცა საქართველომ პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება. შემდეგ კი იყო დაუვიწყარი გამარჯვება პორტუგალიასთან და ისტორიული გასვლა მერვედფინალში. დღეს მთელმა მსოფლიომ იცის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შესახებ და ამაში სანიოლის წვლილი მნიშვნელოვანია. მადლობა ვილის იმ დაუვიწყარი მატჩებისთვის, როცა საქართველოს ნაკრებს მთელი ქვეყანა ერთ მუშტად შეკრული გულშემატკივრობდა. საქართველო არ ივიწყებს ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის წარმატების ისტორიაში თავიანთი ფურცელი დატოვეს. ვილი სანიოლი და მისი სამწვრთნელო გუნდი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქალაქის, ქვეყნისა და ფეხბურთის ისტორიის განუყოფელ ნაწილად. მადლობა!“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.