პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უკრაინის შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა კრასნოდარში, ილსკის ნავთობის ქარხანაში

26 სექტემბრის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთში, კრასნოდარის მხარეში მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს. რუსული წყაროებისა და კრასნოდარის მხარის გუბერნატორის ცნობით, თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა.

უკრაინის შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა კრასნოდარში, ილსკის ნავთობის ქარხანაში
ბათუმელები

26 სექტემბრის ღამეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთში, კრასნოდარის მხარეში მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს.

ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

დარტყმის შედეგად ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.

შეტევის შესახებ წერენ რუსული წყაროებიც ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით. კრასნოდარის მხარის გუბერნატორის ცნობით, არის მსხვერპლი.

ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 6.6 მილიონი ტონა ნავთობია. ქარხანა იღებს, ინახავს და ამუშავებს ნახშირწყალბადის ნედლეულს და აწარმოებს ნავთობპროდუქტებს.

გენერალურმა შტაბი წერს, რომ ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსული ჯარების მოსამარაგებლად გამოიყენება.

ფოტო: ტელეგრამი/Exilenova+

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 3
  1. ტაბულაოპოზიციურიუკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებულ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა
  2. ფორმულაოპოზიციურიუკრაინამ რუსეთის ნავთობქარხნებზე დრონებით იერიში მიიტანა
  3. ალიაოპოზიციურიუკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებულ ქარხანას დრონებით დაარტყა
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინის დრონებმა დაარტყეს ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, არის მსხვრეპლიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები