ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

მაკა ბოჭორიშვილი ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანს, ჯასემ მოჰამედ ალ-ბუდაივს შეხვდა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ჯასემ მოჰამედ ალ-ბუდაივთან. მხარეებმა განიხილეს ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

მაკა ბოჭორიშვილი ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანს, ჯასემ მოჰამედ ალ-ბუდაივს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანს, ჯასემ მოჰამედ ალ-ბუდაივს შეხვდაპირველი არხი

ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანთან, ჯასემ მოჰამედ ალ-ბუდაივთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

„ყურადღება გამახვილდა ყურის ქვეყნებთან საქართველოს მზარდ ურთიერთობებზე და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა GCC-ის გენერალური მდივანი საქართველოში ვიზიტით მოიწვია“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.