ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დონალდ ტრამპი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინის წელს კიდევ ორჯერ, ნოემბერსა და დეკემბერში შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს წელს ნოემბერსა და დეკემბერში კიდევ ორჯერ შეხვდება.

დონალდ ტრამპი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინის წელს კიდევ ორჯერ, ნოემბერსა და დეკემბერში შეხვდება
დონალდ ტრამპი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინის წელს კიდევ ორჯერ, ნოემბერსა და დეკემბერში შეხვდებარუსთავი 2

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ჩინეთის ლიდერ სი ძინპინის ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ წელს, ჩინეთის პრეზიდენტთან კიდევ ორ შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა.

ტრამპის თქმით, ჩინეთის ლიდერთან შეხვედრა ორივე ქვეყნისთვის "მეგობრობის, ძალისა და წარმატების სიმბოლოდ" იქცა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, სი ძინპინს, ნოემბერში, ჩინეთში შეხვდება. სწორედ ამ დროს ჩინეთის ქალაქ შენჟენში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტი გაიმართება.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინელ კოლეგასთან შეხვედრა დეკემბერშიც დააანონსა. შეხვედრა მაიამიში, ფლორიდის შტატში, "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში გაიმართება.

"ბევრი რამ უკვე გაკეთდა და კიდევ ბევრი გაკეთდება. მოუთმენლად ველოდები ჩვენს მომდევნო შეხვედრას", - წერს ტრამპი.

ცნობისთვის, 23-25 სექტემბერს ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი შეერთებულ შტატებს სახელმწიფო ვიზიტით ეწვია. 2015 წლის შემდეგ ეს მისი პირველი ვიზიტი იყო.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბევრი რამ უკვე გაკეთდა და კიდევ ბევრი გაკეთდება. მოუთმენლად ველოდები ჩვენს მომდევნო შეხვედრას“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
"შეხვედრა იყო მეგობრული, ძლიერი და წარმატებული - მოუთმენლად ველი მომავალ შეხვედრას!" - დონალდ ტრამპმა სი ძინპინთან ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებები შეაჯამაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები