დონალდ ტრამპი ჩინეთში ჩავიდა - სი ძინპინი მას აეროპორტში პირადად დახვდა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთში ჩავიდა, სადაც მას პეკინის აეროპორტში ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი პირადად დახვდა. სი ძინპინმა განაცხადა, რომ სურს აზრთა გაცვლა ორმხრივ ურთიერთობებსა და მსოფლიო წესრიგზე.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთში ჩავიდა. მას პეკინის აეროპორტში ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი დახვდა.
ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სინჰუას“ ცნობით, ტრამპს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
„მივესალმები თქვენს განმეორებით ვიზიტს ჩინეთში და ველი თქვენთან სიღრმისეულ აზრთა გაცვლას ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობების, აზია-წყნარი ოკეანის თანამშრომლობისა და მსოფლიო წესრიგის შესახებ მნიშვნელოვან საკითხებზე. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ კონსტრუქციული, სტრატეგიული და სტაბილური ურთიერთობების განვითარებას, რომელიც პატივისცემას, სამართლიანობასა და თანასწორობას დაეფუძნება“, - განაცხადა სი ძინპინმა.
„სინჰუას“ ცნობით, ტრამპმა მადლობა გადაუხადა სი ძინპინს აეროპორტში პირადად დახვედრისთვის.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…