"წარმატებული შეხვედრა იყო... კვლავ შევხვდებით ნოემბერში" - დონალდ ტრამპმა სი ძინპინთან შეხვედრა შეაჯამა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან ვაშინგტონში გამართული შეხვედრა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მომავალი შეხვედრები ნოემბერში ჩინეთში და დეკემბერში მაიამიში გაიმართება.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან ვაშინგტონში გამართული შეხვედრა დადებითად შეაფასა.
როგორც ტრაპი სოციალურ ქსელში წერს, მხარეები მომავალ მოლაპარაკებებს ნოემბერში ჩინეთში, ხოლო დეკემბერში მაიამიში G20-ის სამიტზე გამართავენ.
"პრეზიდენტი სი და ქალბატონი პენი ვაშინგტონიდან დაიძრნენ და ჩინეთისკენ მიემგზავრებიან. შეხვედრა იყო მეგობრული, ძლიერი და წარმატებული როგორც ჩინეთისთვის, ისე აშშ-ისთვის. ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს ნოემბერში, ჩინეთში, ხოლო შემდეგ - დეკემბერში, G20-ის სამიტზე, მაიამიში (ფლორიდა). ბევრი რამ უკვე გაკეთდა და კიდევ ბევრი რამ გაკეთდება. მოუთმენლად ველი ჩვენს მომავალ შეხვედრას!"
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…