ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

პატრიარქი შიო III ნანული გუგუნავაზე: "მზრუნველი, სათნო და კეთილშობილი ადამიანი შეუერთდა მარადისობას.

საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქომ და კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ნანული გუგუნავა-დუმბაძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გამოაქვეყნეს, სადაც გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს უთანაგრძნობენ.

პატრიარქი შიო III ნანული გუგუნავაზე: "მზრუნველი, სათნო და კეთილშობილი ადამიანი შეუერთდა მარადისობას.
პატრიარქი შიო III ნანული გუგუნავაზე: "მზრუნველი, სათნო და კეთილშობილი ადამიანი შეუერთდა მარადისობას.POSTV

საპატრიარქო, ნანული გუგუნავა-დუმბაძის ​გარდაცვალების გამო, კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

სამძიმრის წერილში შიო მესამე თანაგრძნობასა და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

„კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ქალბატონი ნანული გუგუნავა-დუმბაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

მიიღეთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი და თანაგრძნობა ქალბატონი ნანულის გარდაცვალების გამო.

მზრუნველი, სათნო და კეთილშობილი ადამიანი შეუერთდა მარადისობას. იგი მუდამ ერთგულად ედგა მხარში სახელოვან მეუღლეს, ბატონ ნოდარ დუმბაძეს. მათი სიყვარული მწერლის შემოქმედების მასაზრდოებელ წყაროდ იქცა.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ქალბატონი ნანულის უკვდავი სული, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ მშვიდობა, მისთვის ლოცვის ძალა და რწმენა მარადიული ცხოვრებისა“, – აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის წერილში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ქალბატონი ნანული გუგუნავა-დუმბაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მიიღეთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი და თანაგრძნობა ქალბატონი ნანულის გარდაცვალების გამო. მზრუნველი, სათნო და კეთილშობილი ადამიანი შეუერთდა მარადისობას. იგი მუდამ ერთგულად ედგა მხარში სახელოვან მეუღლეს, ბატონ ნოდარ დუმბაძეს. მათი სიყვარული მწერლის შემოქმედების მასაზრდოებელ წყაროდ იქცა. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ქალბატონი ნანულის უკვდავი სული, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ მშვიდობა, მისთვის ლოცვის ძალა და რწმენა მარადიული ცხოვრებისა“
შიო III
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.