პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"მზრუნველი, სათნო და კეთილშობილი ადამიანი შეუერთდა მარადისობას" - კათოლიკოს-პატრიარქი ნანული გუგუნავა-დუმბაძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს

საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო და კათოლიკოს-პატრიარქი ნანული გუგუნავა-დუმბაძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებენ და მის ოჯახს უსამძიმრებენ.

"მზრუნველი, სათნო და კეთილშობილი ადამიანი შეუერთდა მარადისობას" - კათოლიკოს-პატრიარქი ნანული გუგუნავა-დუმბაძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს
რუსთავი 2

საქართველოს საპატრიარქო, ნანული გუგუნავა-დუმბაძის გარდაცვალების გამო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს.

"ქალბატონი ნანული გუგუნავა-დუმბაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

მიიღეთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი და თანაგრძნობა ქალბატონი ნანულის გარდაცვალების გამო.

მზრუნველი, სათნო და კეთილშობილი ადამიანი შეუერთდა მარადისობას. იგი მუდამ ერთგულად ედგა მხარში სახელოვან მეუღლეს, ბატონ ნოდარ დუმბაძეს. მათი სიყვარული მწერლის შემოქმედების მასაზრდოებელ წყაროდ იქცა.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ქალბატონი ნანულის უკვდავი სული, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ მშვიდობა, მისთვის ლოცვის ძალა და რწმენა მარადიული ცხოვრებისა," - ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. POSTVსამთავრობოპატრიარქი შიო III ნანული გუგუნავაზე: "მზრუნველი, სათნო და კეთილშობილი ადამიანი შეუერთდა მარადისობას.
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ნოდარ დუმბაძის მეუღლე, ნანული გუგუნავა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები