პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოში ბელარუსი ლევ მიხეევი დააკავეს, რომელიც 2021 წლიდან თავშესაფარს ითხოვს

ქართული ოცნებაშინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოში ბელარუსის მოქალაქე ლევ მიხეევი დააკავეს, რომელიც 2021 წლიდან პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. უფლებადამცველის თქმით, დაკავება მარტყოფში, მიგრაციის დეპარტამენტის განყოფილებაში მოხდა, როდესაც ის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გახანგრძლივებას ცდილობდა.

საქართველოში ბელარუსი ლევ მიხეევი დააკავეს, რომელიც 2021 წლიდან თავშესაფარს ითხოვს
ტაბულა

საქართველოში ბელარუსი ლევ მიხეევი დააკვეს, რომელიც პოლიტიკურ თავშესაფარს 2021 წლიდან ითხოვს.

ამის შესახებ ინფორმაცია დამოუკიდებელ ბელარუსულ მედიებში ვრცელდება, რომლებიც გამოცემა Позірк-ისთვის უფლებადამცველ რომან კისლიაკის მიერ მიწოდებულ ცნობებს ეყრდნობიან.

კისლიაკის ცნობით, მიხეევმა დღეს, 25 სექტემბერს, დილით მარტყოფში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის საერთაშორისო დაცვის სამმართველოს მიმართა, რათა დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა გაეხანგრძლივებინა.

უფლებადამცველის თქმით, მიხეევი შემდგომ მარტყოფში დააკავეს და თბილისში დასაკითად გადაიყვანეს, თუმცა მან კისლიაკისთვის ამის შეტყობინება მოასწრო.

"ლევის საქმეს დაახლოებით 3 წელი განიხილავდნენ. დღეისთვის მას სავარაუდოდ თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი აქვს, საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში განიხილება. თუმცა, შესაძლებელია, რომ ის უკვე განიხილეს და მას არ შეატყობინეს. ამ შემთხვევაში ის შესაძლოა დეპორტირებისთვის დააკავონ". - თქვა გამოცემასთან საუბრისას კისლიაკმა.

კისლიაკმა Позірк-ს დაუზუსტა, რომ მიხეევი შესაძლოა ბელარუსში დააბრუნონ.

Позірк აღნიშნავს, რომ ქართულმა ოცნებამ პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებით ბელარუსის არცერთი მოქალაქის თხოვნა არ დააკმაყოფილა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 3
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურისაქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მთხოვნელი ბელარუსი კაცი დააკავეს — მედია
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურიდაკავებული ბელარუსი ლევ მიხეევი საქართველომ სომხეთში გააძევა – მედია
  3. TV პირველიოპოზიციურიმედია: დაკავებული ბელარუსის მოქალაქე ლევ მიხეევი საქართველომ სომხეთში გააძევა, სადაც ასევე დააკავეს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ლევის საქმეს დაახლოებით 3 წელი განიხილავდნენ. დღეისთვის მას სავარაუდოდ თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი აქვს, საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში განიხილება. თუმცა, შესაძლებელია, რომ ის უკვე განიხილეს და მას არ შეატყობინეს. ამ შემთხვევაში ის შესაძლოა დეპორტირებისთვის დააკავონ“
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შსს: ლევ მიხეევმა საქართველო მისთვის უსაფრთხო, მესამე ქვეყნის მიმართულებით დატოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები