ბოჭორიშვილი ნიუ-იორკში ბელარუს კოლეგა რიჟენკოვს შეხვდა - ბელარუსის ინიციატივით
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ნიუ-იორკში ბელარუსის ინიციატივით შეხვდნენ საქართველოსა და ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრები. შეხვედრაზე განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხი.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრის ინიციატორი ბელარუსის მხარე იყო.
პრესცენტრის თანახმად, მათ ისაუბრეს „პრიორიტეტულ საკითხებზე“, მათ შორის „სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე“.
„ყურადღება გამახვილდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე“, - წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მინსკი ოფიციალურად არ აღიარებს საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას, თუმცა კონტაქტებს ინარჩუნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ამ რეგიონებთან.
ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ლუკაშენკა ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევაშიც დაადანაშაულეს სოხუმში ვიზიტის გამო 2022 წელს.
მინისტრები, ბოჭორიშვილი და რიჟენკოვი ნიუ-იორკში 2025 წლის 24 სექტემბერსაც შეხვდნენ ერთმანეთს - მაშინაც გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას.
მინსკსა და თბილისს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება დაიწყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ.
პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თბილისში ბელარუსის ვიცე-პრემიერს, იური შულეიკას, - რომლისთვისაც ევროკავშირის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთს აქვთ ფინანსური სანქციები დაწესებული, - 2026 წლის 16 მარტს უმასპინძლა.
წელს ნიუ-იორკში რიჟენკოვს ასევე შეხვდა პოლონელი კოლეგა, რადოსლავ სიკორსიც, რომელმაც განაცხადა:
„როდესაც მეზობელს ურთიერთობების გაუმჯობესება სურს, პოლონეთი ყოველთვის მზადაა, ამას დათანხმდეს“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2მაკა ბოჭორიშვილი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
- პირველი არხიბელარუსის მხარის ინიციატივით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
- POSTVმაკა ბოჭორიშვილი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა • POSTV
- ტაბულამაკა ბოჭორიშვილი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს მაქსიმ რიჟენკოვს შეხვდა
ციტატები სტატიიდან
„როდესაც მეზობელს ურთიერთობების გაუმჯობესება სურს, პოლონეთი ყოველთვის მზადაა, ამას დათანხმდეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…