პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მახაშვილი – გვქონდა იმედი, რომ ევროკავშირში გაიაზრეს, ნორმალური არ არის, როცა მოსახლეობის უმრავლესობის დედის მაგინებელს გამოხატვის თავისუფლების გამომხატველს უწოდებენ და ახალისებენ

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროკავშირის დელეგაციის მიერ „კორძის“ საკითხზე გავრცელებული განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს არის იმედის გამაცრუებელი პოსტი, რომელიც რადიკალიზაციის წახალისებას წარმოადგენს.

ლევან მახაშვილი – გვქონდა იმედი, რომ ევროკავშირში გაიაზრეს, ნორმალური არ არის, როცა მოსახლეობის უმრავლესობის დედის მაგინებელს გამოხატვის თავისუფლების გამომხატველს უწოდებენ და ახალისებენ
პირველი არხი

ევროკავშირის დელეგაციის მხრიდან „კორძის“ საკითხზე იმედის გამაცრუებელი პოსტი იყო. გვქონდა იმედი, რომ გაიაზრეს, ნორმალური არ არის, როცა მოსახლეობის უმრავლესობის დედის მაგინებელს გამოხატვის თავისუფლების გამომხატველს უწოდებენ და ამ ფორმით ახალისებენ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დადასტურდა, რომ ამ პროცესის არანაირი გადააზრება არ არის.

„ევროკავშირის დელეგაციის მხრიდან „კორძის“ საკითხზე იმედის გამაცრუებელი პოსტი იყო. რატომღაც ამ ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს. ჩვენ ყველას გვქონდა იმედი, რომ გაიაზრეს, ნორმალური არ არის, როცა მოსახლეობის უმრავლესობის დედის მაგინებელს გამოხატვის თავისუფლების გამომხატველს უწოდებენ და ამ ფორმით ახალისებენ. სამწუხაროდ, ფაქტობრივად, ამ განცხადებით დადასტურდა, რომ ამ პროცესის არანაირი გადააზრება არ არის. როგორც ჩანს, ბრიუსელის მხრიდან ქართულ პოლიტიკაში რადიკალიზაციის წახალისებას მომავალშიც ვიხილავთ. ყველამ გაიაზროს, ასეთი ქმედებით აზიანებენ ევროკავშირის იდეას. შემდეგ, ხელს სხვისკენ ნუ გაიშვერენ. ევროკავშირის რეპუტაციას საკუთარი ხელით აზიანებენ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მახაშვილი: ყველა შემთხვევაში ჩვენ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, როდესაც ვხედავთ მოძალადეს მას უნდა ერქვას მოძალადე და არა შემოქმედიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები