ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ვატო შაქარაშვილი - იყო კლასიკური სცენარი, რომელიც ემსახურებოდა საქართველოს კონფლიქტში გახვევას, რასაც გახარიამ ვერ მიაღწია, მაგრამ დააკარგვინა ქვეყანას ტერიტორიები - გახარიამ და მთლიანად მისმა პარტიამ პასუხი უნდა აგოს

ნეიტრალური საქართველოსაქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტრო

„ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერი ვატო შაქარაშვილი ე.წ. ჩორჩანას საქმეზე პროკურატურაში გამოიკითხა. მისი განცხადებით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსებით ქვეყანას ტერიტორიები დააკარგვინა და კონფლიქტში ჩათრევას შეეცადა, რისთვისაც პასუხი უნდა აგოს.

ვატო შაქარაშვილი - იყო კლასიკური სცენარი, რომელიც ემსახურებოდა საქართველოს კონფლიქტში გახვევას, რასაც გახარიამ ვერ მიაღწია, მაგრამ დააკარგვინა ქვეყანას ტერიტორიები - გახარიამ და მთლიანად მისმა პარტიამ პასუხი უნდა აგოს
ვატო შაქარაშვილი - იყო კლასიკური სცენარი, რომელიც ემსახურებოდა საქართველოს კონფლიქტში გახვევას, რასაც გახარიამ ვერ მიაღწია, მაგრამ დააკარგვინა ქვეყანას ტერიტორიები - გახარიამ და მთლიანად მისმა პარტიამ პასუხი უნდა აგოსინტერპრესნიუსი

ეს იყო კლასიკური სცენარი, რომელიც ემსახურებოდა საქართველოს კონფლიქტში გახვევას. გახარიამ ამ მიზანს ვერ მიაღწია, მაგრამ დააკარგვინა ჩვენს ქვეყანას ტერიტორიები და უმძიმესი გახადა საოკუპაციო ხალხის მიმდებარედ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება , - ამის შესახებ “ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ვატო შაქარაშვილმა განაცხადა, რომელიც ე.წ. ჩორჩანას საქმეზე პროკურატურის მოწმედ გამოიკითხა.

შაქარაშვილის მტკიცებით, სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსებით დაზიანდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, რისთვისაც „ბატონმა გახარიამ და მთლიანმა მისმა პარტიამ უნდა აგოს პასუხი“.

„დაცვის მხარე იცავდა ლიდერს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული ჩვენი ქვეყნის წინაშე და მიიღო მონაწილეობა იმ კლასიკურ სცენარში, რომელიც ემსახურებოდა საქართველოს კონფლიქტში ჩათრევას. საბოლოო მიზანს ვერ მიაღწია ამ სცენარმა, მაგრამ მოხდა ის, რომ დაიკარგა დამატებით ტერიტორიები, ჩადგა საოკუპაციო ძალების საგუშაგოები. ადამიანების ცხოვრება, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობენ ისედაც ურთულეს პირობებში, კიდევ უფრო გაუარესდა. შეიქმნა ჰუმანიტარული კრიზისი და დაზიანდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, რისთვისაც ბატონმა გახარიამ და მთლიანმა მისმა პარტიამ უნდა აგოს პასუხი.

ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმე საკუთარი თავის წინააღმდეგ არის გიორგი გახარია მისი ჩადენილი ქმედებებით. მათ შორის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ორ საათ ნახევარი მიმდინარეობდა გამოკითხვა, გიორგი გახარიამ ისევე, როგორც დღეს სასამართლოზე მისი დაცვის მხარემ, ვერ წარმოადგინა თუნდაც ვერცერთი კითხვა, რომელიც გააქარწყლებდა იმ ვარაუდს, რომელსაც მე გამოვთქვამ საგამოძიებო უწყებების და სასამართლოს წინაშე”, - განაცხადა ვატო შაქარაშვილმა.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარია ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება წარდგენილი აქვს 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბატონმა გახარიამ და მთლიანმა მისმა პარტიამ უნდა აგოს პასუხი“
ვატო შაქარაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.