ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“თუ ირანს არ ექნება ფრენები, მაშინ რეგიონშიც არც სხვებს ექნებათ” – მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი

ქართული ოცნება

ირანის უმაღლესი ლიდერის მრჩეველი მუჰამედ მოხბერი აცხადებს, რომ თუ ირანს შეეზღუდება ფრენების განხორციელების შესაძლებლობა, რეგიონის არცერთ ქვეყანას არ ექნება ფრენები. განცხადება მოჰყვა აშშ-ის სანქციების ფონზე სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ერაყის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ ირანული ავიაკომპანიების ფრენების შეჩერებას.

“თუ ირანს არ ექნება ფრენები, მაშინ რეგიონშიც არც სხვებს ექნებათ” – მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი
“თუ ირანს არ ექნება ფრენები, მაშინ რეგიონშიც არც სხვებს ექნებათ” – მოჯთაბა ხამენეის მრჩეველინეტგაზეთი

ირანის უმაღლესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი მუჰამედ მოხბერი აცხადებს, რომ თუ ირანს არ ექნება ფრენების განხორციელებისა და აეროპორტის მომსახურების მიღების შესაძლებლობა, რეგიონში არცერთ ქვეყანას არ ექნება ფრენები.

X-ის საკუთარ ანგარიშზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მოხბერმა აღნიშნა: „აშშ-სთან თანხვედრა მტრული პოლიტიკის გატარებაში ირანელი ხალხის მეხსიერებაში დარჩება. მიუხედავად ამისა, ჩვენი სტრატეგია ამ საკითხზე ნათელია: ფრენები რეგიონში ან ყველასთვის ღიაა, ან არავისთვის. თუ ირანს შეეზღუდება ფრენისა და აეროპორტის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, ამ სერვისებზე წვდომა რეგიონის არცერთ ქვეყანას არ ექნება“.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერაყის ნაჯაფის საერთაშორისო აეროპორტმა ირანის მიმართულებით და ირანიდან რეისები შეაჩერა, ხოლო არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, აშშ-ის სანქციების შესაბამისად, ირანული ავიაკომპანიების ფრენები აკრძალეს. ამერიკული სანქციების შემდეგ მსგავსი გადაწყვეტილებები სხვა ქვეყნებმაც მიიღეს, მათ შორის აზერბაიჯანმა და საქართველომ.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აშშ-სთან თანხვედრა მტრული პოლიტიკის გატარებაში ირანელი ხალხის მეხსიერებაში დარჩება. მიუხედავად ამისა, ჩვენი სტრატეგია ამ საკითხზე ნათელია: ფრენები რეგიონში ან ყველასთვის ღიაა, ან არავისთვის. თუ ირანს შეეზღუდება ფრენისა და აეროპორტის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, ამ სერვისებზე წვდომა რეგიონის არცერთ ქვეყანას არ ექნება“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირანი მეზობელ ქვეყნებს ემუქრება – დეტალებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები