მეზობელ ქვეყნებს, რომლებიც აშშ-ის სანქციებს ასრულებენ ირანი აეროპორტების პარალიზებით ემუქრება
აშშ-ის მიერ ირანული ავიაკომპანიებისთვის დაწესებული საავიაციო სანქციების ფონზე, ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანმა მოჰსენ რეზაიმ მეზობელ ქვეყნებს აეროპორტების პარალიზებით დაემუქრა, თუ ისინი სანქციებს დაუჭერენ მხარს და ფრენებს შეზღudავენ. აზერბაიჯანსა და საქართველოში ირანული ავიაკომპანიების ფრენები უკვე შეზღუდულია.

აშშ-ის საავიაციო სანქციების შემდეგ ირანი მეზობელ ქვეყნებს ემუქრება.
"თუ მეზობელი ქვეყნები შეერთებულ შტატებთან ირანული ავიაკომპანიებისთვის ფრენების აკრძალვის მიმართულებით ითანამშრომლებენ, ირანი უზრუნველყოფს იმას, რომ მათმა აეროპორტებმა ფუნქციონირება ვერ შეძლონ“, - განაცხადა ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანმა, მოჰსენ რეზაიმ სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში.
21 სექტემბერს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ 23 სექტემბრიდან ყველა ირანული ავიაკომპანიის ფრენა გაჩერდებოდა მთელ მსოფლიოში, წინააღმდეგ შემთხვევაში მეორადი სანქციების საფრთხე შეიქმნება.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ირანული ავიაკომპანიების ფრენების აზერბაიჯანიდანაც შეიზღუდა. სანქციების გამო ირანულ ავიაკომპანიებს საქართველოდან ფრენები 21 სექტემბრიდან უკვე შეეზღუდათ. ირანული კომპანიების სანქცირებაზე აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) 8 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ირანის ხელისუფლება საავიაციო სექტორს იარაღისა და უკანონო ტვირთების გადასაზიდად იყენებს.
აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიებია:
Air Shiraz
Asa Jet Airline
Ata Airlines Company
Atlas Aviation Group
Ava Airlines
Chabahar Airlines Company
Erwan Airline Company
Fly Kish Airlines
Fly Persia Airlines
Iran Air Tour
Iran Aseman Airlines
Jsky Airlines
Kish Airlines
Karun Airlines Company
Lad Airways
Mehr Airways
Nasim Air
Pars Oghyanous Kish Company
Qeshm Air
Raimon Airways
Saha Airlines
Sepehran Airlines
Soroush Air
Taban Airlines
Toos Airlines
Varesh Airlines
Zagros Airlines
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.