არჩილ გორდულაძე: "ნაცმოძრაობას" სჩვევია თავისი დანაშაულების გადაბრალება სხვისთვის და,
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ანი წითლიძის მიერ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართული პერფორმანსი შეაფასა და აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობას“ დანაშაულების სხვისთვის გადაბრალება სჩვევია.

“ნაცმოძრაობას”, ზოგადად, სჩვევია თავისი დანაშაულების გადაბრალება სხვისთვის და, განსაკუთრებით, ერისკაცისთვის და ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, რომლის მთავარი იდეოლოგია და, შესაბამისად, ჩვენი პარტიის იდეოლოგიაც ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვაა”, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ანი წითლიძის მიერ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ჩატარებულ პერფორმანსზე საუბრისას.
“ყველას გავახსენებ მის [ბიძინა ივანიშვილის] სიტყვებს, რომ ჩვენ “ნაციონალურ მოძრაობას” არ უნდა მოვექცეთ ისე, როგორც ისინი იმსახურებენ, არამედ, უნდა მოვექცეთ ისე, როგორც ქართველი ხალხი იმსახურებსო.
ქალბატონ ანი წითლიძეს, ჩვეულებრივ ნაცპროპაგანდისტს, შეუძლია, რომ წავიდეს და მეგის ქარდავას, ბაჩო ახალაიას, დათა ახალაიას სახლებთან ჩამოდგეს და იქ ჩაატაროს აქციები – სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედებთან. როგორც სჩვევია სვავს, რომ სხვისი სისხლით პირადი სურვილები დააკმაყოფილოს, ასეთ ვითარებაშია ახლა “კოლექტიური ნაცმოძრაობა”, რომელიც დაემსგავსა პოლიტიკურ სვავს”, – აღნიშნა გორდულაძემ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.