SpaceX-ი ორბიტაზე Nvidia-ს სუპერკომპიუტერებს 2027 წელს გაუშვებს
SpaceX-ი ორბიტაზე Nvidia-ს სუპერკომპიუტერების გაშვებას 2027 წელს გეგმავს. კომპანიის დამფუძნებლის, ილონ მასკის განცხადებით, დედამიწის გარშემო მონაცემთა ცენტრების განთავსება ენერგეტიკული რესურსების ამოწურვადობის გამო ხდება აუცილებელი.

SpaceX-ი ორბიტაზე Nvidia-ს ხელოვნური ინტელექტის Vera Rubin NVL72-ის მოდელის სუპერკომპიუტერების გაშვებას 2027 წელს დაიწყებს. ამ გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელ X-ში კომპანიის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა დაწერა. ამერიკელი ბიზნესმენის თქმით, ამ გეგმის განხორციელებაში მას ეჭვი არ ეპარება.
შეგახსენებთ, აეროკოსმოსური კომპანიის დამფუძნებელი დედამიწის გარშემო მონაცემთა ცენტრების განთავსებას უკვე რამდენიმე თვეა აანონსებს. მისი შეფასებით, ენერგეტიკული რესურსების ამოწურვადობის გამო ტექნოლოგიური ინდუსტრია იძულებულია, ხელოვნური ინტელექტის განვითარების გზები პლანეტის ზედაპირიდან მოშორებით, ორბიტაზე ეძებოს, სადაც სინათლე და გაგრილება მუდმივადაა უზრუნველყოფილი და რისი დამსახურებითაც ეს ხარჯები კომპანიებს ტვირთად აღარ დააწვება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.