ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“მოდით აქ! ჩემ გარდა ვინ მოგიყვებათ ასეთ ამბებს” – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს, სადაც თურქმენეთის ყოფილი პრეზიდენტის, საფარმურატ ნიაზოვის მმართველობის პერიოდს იხსენებს და ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს.

“მოდით აქ! ჩემ გარდა ვინ მოგიყვებათ ასეთ ამბებს” – სააკაშვილი
“მოდით აქ! ჩემ გარდა ვინ მოგიყვებათ ასეთ ამბებს” – სააკაშვილიალია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს:

მოდით აქ!

ჩემს გარდა ვინ მოგიყვებათ ასეთ ამბებს.

არ მინდა ნადირობაზე გამოსულ ჭორვილელს კიდევ ახალი იდეა მივაწოდო, მაგრამ მაინც დავწერ.

2009 წლამდე, თურქმენეთს მართავდა ცნობილი დიქტატორი საფარმურატ ნიაზოვი, თურქმენბაში. ხოდა მის დროს აშხაბადში გაიმართა დსთ-ს სამიტი. სამიტის შემდგომ ბანკეტზე უცებ თურმქნბაში ამბობს, ბ.ნო პრეზიდენტებო მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი მთავრობა. გაიღო ბანკეტის დარბაზის კარი და იქიდან იატაკზე დაოთხილები შემოვიდნენ, უფრო სწორედ შემოფორთხდნენ კოსტუმებში გამოწყობილი პრემიერ მინისტრი და სხვა მინისტრები. ისინი სათითაოდ მიფორთხდნენ თურქმენბაშთან და ის ყველას თითო კანფეტს უდებდა პირში, შემდეგ უთხრა საქმეთა მინისტრს – აბა ჩემო ერთგულო ძაღლო დაიყეფე და იმანაც გაითამაშა უკანა თათებზე დგომა და დაიყეფა.

ეს ყველაფერი დეტალებში მომიყვა სომხეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა რობერტ კოჩრიანმა, რომელმაც მოითხოვა ამ დამცირების შეწყვეტა. შემდეგ ადგა და გავიდა დარბაზიდან, თუმცა პუტინი, ლუკაშენკო და სხვები დარჩნენ.

ამ ამბიდან რამდენიმე თვეში თურქმენბაშმა თითქმის მთელი მთავრობა დაიჭირა და ქალაქის ცენტრში მდებარე სპეციალურ ციხეში ჩასვა, სადაც ჭერი იმდენად დაბალი იყო, რომ ტუსაღები წელში ვერ იმართებოდნენ. არ დაიჭირა მხოლოდ ერთი მინისტრი, ჯანდაცვის, რომელიც საფარმურატის კბილის ექიმი იყო და კბილები სულ აწუხებდა.

ხოდა კიდევ რაღაც დროის შემდეგ, ამ კბილის ექიმს, გვარად ბერდიმუჰამედოვს, ეტყობა კბილის გამაყუჩებლის ზედმეტი დოზის გაკეთება მოუვიდა პატრონისთვის და თურქმენბაში მოულოდნელად გარდაიცვალა, კბილის ექიმი კი გაპრეზიდენტდა.

ხოდა თუ იჭერ ბარემ ყველა დაიჭირე ბიძინა და ასევე გაითვალისწინე, ჩემ დროს აშენებული ციხეები ზედმეტად კომფორტულია შენი ზოოპარკის ცხოველებისთვის. გააგზავნე ხალხი აშხაბადში და ჩამოატანინე ისეთი პატარა ვოლიერები, რომ იქიდან წერილების წერა კი არა, წკმუტუნიც კი ვერ გაბედონ.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
,, მადლობა შენ ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის!” – სააკაშვილი ივანიშვილსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები