რუსული სამთავრობო სააგენტოს ვებგვერდიდან ლიეტუვას ბირთვული დარტყმით დაემუქრნენ
რუსულმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტიმ“ გამოაქვეყნა და მოგვიანებით წაშალა შტატგარეშე ავტორის, ალექსანდრ ნოსოვიჩის სტატია, რომელშიც ლიეტუვა ბირთვული დარტყმით დაემუქრნენ მას შემდეგ, რაც ლიეტუვის სეიმმა კონსტიტუციიდან ბირთვული იარაღის აკრძალვის ამოღებას დაუჭირა მხარი.

რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდე საავტორო სვეტი, სადაც ნათქვამია, რომ „რუსეთს ლიეტუვაში მორიგი SVO (სპეციალური სამხედრო ოპერაცია) ელის“, თუმცა ის მოგვიანებით წაიშალა.
ეს სტატია სააგენტოს შტატგარეშე ავტორმა, ალექსანდრ ნოსოვიჩმა მას შემდეგ დაწერა, რაც ლიეტუვის სეიმმა მხარი დაუჭირა კონსტიტუციიდან ბირთვული იარაღის განთავსების აკრძალვის ამოღებას. „რუსეთს მორიგი SVO ელის. ის ძალიან მოკლე იქნება“ – ასე ჰქვია ნოსოვიჩის სტატიას, რომელშიც ის ლიეტუვას ბირთვული დარტყმით დაემუქრა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე საათის შემდეგ ნოსოვიჩის სვეტი წაიშალა იმ არგუმენტით, რომ ის თითქოს „არ შეესაბამებოდა სარედაქციო კოლეგიის აზრს, სარედაქციო პოლიტიკასა და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პოლიტიკას“.
სტატიის ასლი შენახულია ვებ-არქივში. წაშლილ ტექსტში ნოსოვიჩმა ლიეტუვას უწოდა „თვითმკვლელი ქვეყანა, სრულიად უტვინო“ და „პატარა, მაგრამ ამაყი კამიკაძე რუსეთის მახლობელ საზღვარგარეთში“, ასევე დაემუქრა ლიეტუვას შეჭრითა და ბირთვული დარტყმით.
„გადაწყვეტილება არ არის უბრალოდ სწრაფი, არამედ ელვისებურია. წამებზე ქედმაღლურად ნუ იფიქრებთ [იგულისხმება ცნობილი რუსული სიმღერის ფრაზა “Не думай о секундах свысока”]“, – ნათქვამია სვეტში.
„მედუზას” ცნობით, ნოსოვიჩი არის არასამთავრობო ორგანიზაცია „საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს“ წევრი და კალინინგრადში დაფუძნებული პრორუსული გამოცემა RuBaltic.Ru-ს მთავარი რედაქტორი.
საგამოძიებო ცენტრმა „დოსიემ“ 2020 წელს ნოსოვიჩი დაუკავშირა სტრუქტურას, რომელსაც პუტინის ადმინისტრაციისა და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები კურირებენ.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ციტატები სტატიიდან
„რუსეთს მორიგი SVO ელის. ის ძალიან მოკლე იქნება“
„გადაწყვეტილება არ არის უბრალოდ სწრაფი, არამედ ელვისებურია. წამებზე ქედმაღლურად ნუ იფიქრებთ [იგულისხმება ცნობილი რუსული სიმღერის ფრაზა “Не думай о секундах свысока”]“
„ვებგვერდზე გამოქვეყნდე საავტორო სვეტი, სადაც ნათქვამია, რომ „რუსეთს ლიეტუვაში მორიგი SVO (სპეციალური სამხედრო ოპერაცია) ელის“, თუმცა ის მოგვიანებით წაიშალა. ეს სტატია სააგენტოს შტატგარეშე ავტორმა, ალექსანდრ ნოსოვიჩმა მას შემდეგ დაწერა, რაც ლიეტუვის სეიმმა მხარი დაუჭირა კონსტიტუციიდან ბირთვული იარაღის განთავსების აკრძალვის ამოღებას. „რუსეთს მორიგი SVO ელის. ის ძალიან მოკლე იქნება“ – ასე ჰქვია ნოსოვიჩის სტატიას, რომელშიც ის ლიეტუვას ბირთვული დარტყმით დაემუქრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე საათის შემდეგ ნოსოვიჩის სვეტი წაიშალა იმ არგუმენტით, რომ ის თითქოს „არ შეესაბამებოდა სარედაქციო კოლეგიის აზრს, სარედაქციო პოლიტიკასა და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პოლიტიკას“. სტატიის ასლი შენახულია ვებ-არქივში. წაშლილ ტექსტში ნოსოვიჩმა ლიეტუვას უწოდა „თვითმკვლელი ქვეყანა, სრულიად უტვინო“ და „პატარა, მაგრამ ამაყი კამიკაძე რუსეთის მახლობელ საზღვარგარეთში“, ასევე დაემუქრა ლიეტუვას შეჭრითა და ბირთვული დარტყმით. „გადაწყვეტილება არ არის უბრალოდ სწრაფი, არამედ ელვისებურია. წამებზე ქედმაღლურად ნუ იფიქრებთ [იგულისხმება ცნობილი რუსული სიმღერის ფრაზა “Не думай о секундах свысока“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.