პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე – ოპოზიციად წოდებული უსამშობლო აგენტები განულებულები არიან

თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციური პარტიები გაუბედურებულებად და განულებულ აგენტებად შეაფასა და განაცხადა, რომ ისინი ქვეყნის საწინააღმდეგო დავალებებს ასრულებენ.

კახა კალაძე – ოპოზიციად წოდებული უსამშობლო აგენტები განულებულები არიან
პირველი არხი

ოპოზიცია გაუბედურებულია, არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, – ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პარტიების მდგომარეობა.

მისივე განმარტებით, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები ქვეყნის საწინააღმდეგო დავალებების შესრულებით არიან დაკავებულები.

„ოპოზიციად წოდებული უსამშობლო აგენტები განულებულები არიან. საზოგადოება ყველაფერს ხედავს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ იცის, ვინ ვინ არის. იცის ის, რომ ოპოზიცია ჩართულია ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში. ცდილობენ, შეასრულონ გარედან მისული დავალებები. ცხადია, არა სამშობლოს სასიკეთოდ, რადგან გარე პატრონებს თავიანთი ინტერესები აქვთ. სურთ, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა მაგალითად, საქართველო, უკრაინა საკუთარი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ. ამას რომ ჩვენი ქვეყანა შეეწიროს, არ დავუშვებთ”,- განაცხადა კახა კალაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოკახა კალაძე: ოპოზიციად წოდებული უსამშობლო აგენტები განულებულები არიან
  2. ალიაოპოზიციური“ოპოზიცია გაუბედურებულია” – კახა კალაძე
  3. რუსთავი 2სამთავრობოოპოზიციად წოდებული ის უსამშობლო აგენტურის წარმომადგენლები მთლიანად განულებულები არიან - კახა კალაძე​
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კახა კალაძე "ოპოზიციის ალიანსზე" - ხომ გახსოვთ, რამდენჯერ გაერთიანდნენ და დაიშალნენ, თვითონვე აირივნენ თვლაში - არანაირი მომავალი არა აქვთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები