ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

„მეფრინველეობის ასოციაცია“ სამინისტროსთან ფრინველის ხორცზე დროებითი საიმპორტო გადასახადის დაწესებაზე მუშაობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მეფრინველეობის განვითარების ასოციაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ფრინველის იმპორტირებულ ხორცზე დროებითი საბაჟო გადასახადის დაწესებაზე მუშაობს. ასოციაციის თავმჯდომარის, ზურაბ უჩუმბეგაშვილის განცხადებით, ჩინეთიდან იაფფასიანი თეთრი ხორცის დიდი მოცულობით შემოსვლამ ადგილობრივი წარმოება დააზარალა და კონკურენცია გაართულა.

„მეფრინველეობის ასოციაცია“ სამინისტროსთან ფრინველის ხორცზე დროებითი საიმპორტო გადასახადის დაწესებაზე მუშაობს
„მეფრინველეობის ასოციაცია“ სამინისტროსთან ფრინველის ხორცზე დროებითი საიმპორტო გადასახადის დაწესებაზე მუშაობსBM.GE

„მეფრინველეობის განვითარების ასოციაცია“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ფრინველის იმპორტირებულ ხორცზე დროებითი საბაჟო გადასახადის დაწესების საკითხზე მუშაობს.

როგორც BMG-სთან ასოციაციის თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი აცხადებს, საუბარია ისეთივე გადასახადის შემოტანაზე, როგორც ეს მარცვლეულზე, ფქვილსა თუ არმატურაზე დაწესდა, რათა ქართველ მეწარმეებს განვითარებისა და ინვესტირების სტიმული შეუნარჩუნდეთ.

მისი განმარტებით, ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, საქართველოში ჩინეთიდან დიდი რაოდენობით თეთრი ხორცი (ქათმის მკერდი) შემოდის, რასთან გამკლავებაც სექტორს უჭირს.

„სამწუხარო ის არის ადგილობრივი წარმოებისთვის, რომ ჩინეთიდან ხორციელდება იმ კატეგორიის და ქათმის იმ ნაწილების იმპორტი, რომელიც ჩინეთისთვის ნაგავია, არა საინტერესო და მიუღებელია, საქართველოსთვის კი არის დელიკატესი - ეს არის თეთრი ხორცი, ანუ ქათმის მკერდზეა საუბარი.

ჩინეთი იშორებს ამ პროდუქციას და მეფრინველეობის დარგში, რომლებიც ხორცს აწარმოებენ, შეიქმნა პრობლემა. ანუ ის, რასაც ყველაზე ძვირად ყიდდა დარგი და იქიდან ახდენდა ძირითადი თანხის აკუმულირებას, ისეთი კონკურენციის წინაშე დადგა, რომელსაც ვერ უძლებს. ხოლო ის, რასაც, ჩინეთი ითხოვს - ქათმის ფეხები, კისერი და სხვა - იმდენად ცოტა იწარმოება საქართველოში და იმდენად დაბალფასიანია, რომ იმის ჩინეთში გაგზავნას აზრი არ აქვს. შესაბამისად, დაირღვა ბალანსი - აქ შემოდის ძალიან დიდი რაოდენობით ის ძვირფასი პროდუქცია, რომელიც ქართველ მეწარმეს უნდა გაეყიდა და გასაყიდად არაფერი გადის. ამან, რაღაც ეტაპზე გამოიწვია ფასების კლება და შესაბამისად, საიდანაც არაფერი რჩება ბიზნესში, ბიზნესიც თავს არიდებს იმის განვითარებას.

მიდის ამ თემაზე საუბარი, ჩვენ არაერთი შეხვედრა გვქონია სამინისტროში, რომ როგორც ახლა მარცვლეულზე შემოვიდა დროებითი გადასახადი, როგორც დაწესებულია თუნდაც არმატურაზე, ფქვილზე და ბევრ სხვა პროდუქტზე, შეიძლება ქათმის მიმართულებითაც რაღაც დროებითი გადასახადი დაედოს იმპორტირებულ პროდუქციას, რომ ადგილობრივი მეწარმე უფრო თამამად განვითარდეს და არ ჰქონდეს შიში, რომ ჩინეთთან უწევს კონკურენცია“, - აცხადებს ზურაბ უჩუმბეგაშვილი BMG-სთან.

საქართველოში გაყინული ქათმის ხორცის იმპორტი 2026 წლის იანვარ-აგვისტოში გაიზარდა. რვა თვის განმავლობაში ქვეყანაში 6 288 ტონა გაყინული ქათმის ხორცი შემოვიდა, რომლის ღირებულებამ $11.38 მილიონი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტირებული იყო 5 298 ტონა, ღირებულებით $9.19 მილიონი. შესაბამისად, ერთ წელიწადში იმპორტის ღირებულება 23.8%-ით, ხოლო მოცულობა 18.6%-ით გაიზარდა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სამწუხარო ის არის ადგილობრივი წარმოებისთვის, რომ ჩინეთიდან ხორციელდება იმ კატეგორიის და ქათმის იმ ნაწილების იმპორტი, რომელიც ჩინეთისთვის ნაგავია, არა საინტერესო და მიუღებელია, საქართველოსთვის კი არის დელიკატესი - ეს არის თეთრი ხორცი, ანუ ქათმის მკერდზეა საუბარი. ჩინეთი იშორებს ამ პროდუქციას და მეფრინველეობის დარგში, რომლებიც ხორცს აწარმოებენ, შეიქმნა პრობლემა. ანუ ის, რასაც ყველაზე ძვირად ყიდდა დარგი და იქიდან ახდენდა ძირითადი თანხის აკუმულირებას, ისეთი კონკურენციის წინაშე დადგა, რომელსაც ვერ უძლებს. ხოლო ის, რასაც, ჩინეთი ითხოვს - ქათმის ფეხები, კისერი და სხვა - იმდენად ცოტა იწარმოება საქართველოში და იმდენად დაბალფასიანია, რომ იმის ჩინეთში გაგზავნას აზრი არ აქვს. შესაბამისად, დაირღვა ბალანსი - აქ შემოდის ძალიან დიდი რაოდენობით ის ძვირფასი პროდუქცია, რომელიც ქართველ მეწარმეს უნდა გაეყიდა და გასაყიდად არაფერი გადის. ამან, რაღაც ეტაპზე გამოიწვია ფასების კლება და შესაბამისად, საიდანაც არაფერი რჩება ბიზნესში, ბიზნესიც თავს არიდებს იმის განვითარებას. მიდის ამ თემაზე საუბარი, ჩვენ არაერთი შეხვედრა გვქონია სამინისტროში, რომ როგორც ახლა მარცვლეულზე შემოვიდა დროებითი გადასახადი, როგორც დაწესებულია თუნდაც არმატურაზე, ფქვილზე და ბევრ სხვა პროდუქტზე, შეიძლება ქათმის მიმართულებითაც რაღაც დროებითი გადასახადი დაედოს იმპორტირებულ პროდუქციას, რომ ადგილობრივი მეწარმე უფრო თამამად განვითარდეს და არ ჰქონდეს შიში, რომ ჩინეთთან უწევს კონკურენცია“
ზურაბ უჩუმბეგაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.