№17 ციხეში ნარკოტიკის შეტანის მცდელობა აღკვეთეს – მხილებულია პატიმრის ოჯახის წევრი
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, №17 პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების შეტანის მცდელობა აღკვეთეს, რა დროსაც მხილებულია მსჯავრდებულის ოჯახის წევრი.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, №17 პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების შეტანის მცდელობა აღკვეთეს. მათივე ცნობით, მხილებულია ერთ-ერთი პაციენტის ოჯახის წევრი, რომელიც ციხეში პაემანზე შედიოდა.
"სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე უსაფრთხოებისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლებმა №17 პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების შეტანის მცდელობა აღკვეთეს.
სავარაუდო დანაშაულში მხილებულია ერთ-ერთი მსჯავრდებულის ოჯახის წევრი, რომელიც დაწესებულებაში პაემანზე შედიოდა.
ფაქტთან დაკავშირებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სამართლებრივი რეაგირების მიზნით, შესაბამისი მასალები დაუყოვნებლივ გადასცა საგამოძიებო უწყებას.
უწყება მოუწოდებს პენიტენციურ დაწესებულებებში შემსვლელ პირებს, თავი შეიკავონ აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების დაწესებულებაში შეტანის მცდელობისგან. პენიტენციური დაწესებულებები აღჭურვილია შესაბამისი უსაფრთხოების სისტემებითა და კონტროლის მექანიზმებით და მსგავსი უკანონო ფაქტების გამოვლენას მოჰყვება კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი რეაგირება". - ნათქვამია განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიასპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების შეტანის მცდელობა აღკვეთეს
რუსთავის ციხეში ნარკოტიკული საშუალების შეტანას ცდილობდნენ - პენიტენციური
რუსთავის ციხეში ნარკოტიკული საშუალების შეტანას ცდილობდნენ – პენიტენციური
სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების შეტანის
პენიტენციური სამსახურის ცნობით, რუსთავის მე-17 ციხეში პატიმართან ნარკოტიკი შეჰქონდათ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…