ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

404 მილიონი ლარი ამოუღეს საქართველოს მოქალაქეებს ჯიბიდან ჯარიმებისა და საურავების სახით - ლევან სამუშია

ლელოქართული ოცნება

კოალიცია "ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან სამუშიას განცხადებით, აგვისტოს თვის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს ჯარიმებისა და საურავების სახით 404 მილიონი ლარი ამოუღეს ჯიბიდან, რაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე ხდება.

404 მილიონი ლარი ამოუღეს საქართველოს მოქალაქეებს ჯიბიდან ჯარიმებისა და საურავების სახით - ლევან სამუშია
404 მილიონი ლარი ამოუღეს საქართველოს მოქალაქეებს ჯიბიდან ჯარიმებისა და საურავების სახით - ლევან სამუშიაTV პირველი

"ქართული ოცნება" განაგრძობს საქართველოს ძარცვა-გაღატაკებას!" - ამის შესახებ "ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა კოალიციის ოფიში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სამუშიას თქმით, აგვისტოს თვის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეების მიერ ჯარიმებისა და საურავების სახით გადახდილმა თანხამ 404 მილიონი ლარი შეადგინა.

"ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ხელფასები თავიანთ თავებს ათასებით მოუმატეს - 12, 14, 16 ათასი ლარი აქვთ, პენსიონერებს კი მხოლოდ 20 ლარით გაუზარდეს პენსია" - განაცხადა სამუშიამ.

"ქართული ოცნება" განაგრძობს საქართველოს ძარცვა-გაღატაკებას!

ეს გამოსახულია კონკრეტულ რიცხვებში, კერძოდ, აგვისტოს თვის ჩათვლით 404 მილიონი ლარი ამოუღეს საქართველოს მოქალაქეებს ჯიბიდან ჯარიმებისა და საურავების სახით. ეს არის პარკირების ჯარიმები, როდესაც ქალაქში პარკირება მოუწესრიგებელია და გავლა შეუძლებელია, ავტობუსით და მეტროთი მგზავრობისას გამოწერილი ჯარიმები, ადამიანებს უბრალოდ უჭირთ არჩევანის გაკეთება - მედიკამენტი იყიდონ თუ საკვები. ავტომანქანების ჯარიმები, როდესაც სრულიად მოუწესრიგებელია საგზაო ინფრასტრუქტურა. გახსნეს ავტობანი გრიგოლეთია მიმართულებით, რომელზეც ათობით მილიონია დახარჯული და დღეს ეს ავტობანი დაკეტილია.

ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ხელფასები თავიანთ თავებს ათასებით მოუმატეს - 12, 14, 16 ათასი ლარი აქვთ, პენსიონერებს კი მხოლოდ 20 ლარით გაუზარდეს პენსია. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ოქროს ზოდები და მილიონები ამოაქვთ თავიანთი

სახლებიდან ერთმანეთთან დაპირისპირებულ კლანებს. კორუფციაში იხარშება თავიდან ბოლომდე "ქართული ოცნება", ხოლო საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან.

ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც საქართველო 22 737-მა ბავშვმა დატოვა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში - მშობლებმა სკოლებიდან გამოიყვანეს და ემიგრაციაში წაიყვანეს. საქართველო იცლება საქართველოს მოქალაქეებისგან, ვინაიდან აქ ცხოვრება გაუსაძლისია! ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი

აღიარებს, რომ ჯარს ძარცვავდა, პრემიერ-მინისტრი და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ბრალდებულნი არიან ქრთამის აღებაზე.

"ქართულ ოცნებას" რომ ჰკითხო მშვიდობა და ეკონომიკური აღმავლობა მოვიტანეთო. რეალურად, ეს არის ის უბედურება, რაც "ქართულმა ოცნებამ" ჩვენს ქვეყანას მოუტანა". - განაცხადა ლევან სამუშიამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ხელფასები თავიანთ თავებს ათასებით მოუმატეს - 12, 14, 16 ათასი ლარი აქვთ, პენსიონერებს კი მხოლოდ 20 ლარით გაუზარდეს პენსია“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ერთ-ერთმა ლიდერმა კოალიციის ოფიში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სამუშიას თქმით, აგვისტოს თვის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეების მიერ ჯარიმებისა და საურავების სახით გადახდილმა თანხამ 404 მილიონი ლარი შეადგინა.“
ლევან სამუშია
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.