ირაკლი კობახიძე: “პროგრესი, რომლის მიღწევაც საკუთარ ქვეყანაში გვინდა, წარმოუდგენელია სხვა ქვეყნებთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პროგრესი სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის გარეშე წარმოუდგენელია. მან აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა ურთიერთობები განაგრძოს ყველა პარტნიორთან სუვერენული თანასწორობის საფუძველზე და მხარს უჭერს გაეროს რეფორმებს.

“პროგრესი, რომლის მიღწევაც საკუთარ ქვეყანაში გვინდა, წარმოუდგენელია სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების გარეშე, საქართველო კვლავ გამოხატავს მზადყოფნას, რომ ურთიერთობა განაგრძოს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, რომლებიც მზად არიან ჩვენთან სამუშაოდ, ურთიერთპატივისცემის და სუვერენული თანასწორობის საფუძველზე”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
„გვჯერა, რომ ხანგრძლივი პარტნიორობა მხოლოდ დიალოგით მიიღწევა და ეს შედეგი არასოდეს არ დადგება ზეწოლის ან იძულების გზით.
პატივისცემის და თანამშრომლობის პრინციპებიც ასევე ფუნდამენტურ მნიშვნელობას იძენს ეფექტური მულტი ლატერალიზმისთვის.
იმ პირობებში, როცა გლობალურ დონეზე გაურკვევლობა კვლავ იმატებს, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეუცვლელ ფორუმად რჩება დიალოგისა და ერთობლივი ქმედებისთვის.
ამ კონტექსტში, UN80 ინიციატივა მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის გაეროს ეფექტურობის და შესაძლებლობების ასამაღლებლად, მისი გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების პარალელურად.
საქართველო მზად არის იმისათვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან კონსტრუქციულად ითანამშრომლოს და ამ პროცესში აქტიური წვლილი შეიტანოს.
ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს რეფორმებს, რომელთა დახმარებით ეს ორგანიზაცია უფრო უკეთესად მუშაობას შეძლებს და კიდევ უფრო მეტად შედეგებზე ორიენტირებული გახდება. სწორედ დღეს გაკეთებული არჩევანი განსაზღვრავს, თუ როგორ სამყაროს დავუტოვებთ ჩვენს მომავალ თაობებს.
მოდით, ვიზრუნოთ იმაზე, რომ ისეთი სამყარო დავუტოვოთ მათ, რომელიც უფრო მშვიდობიანი, დაცული და ერთიანი იქნება, ვიდრე დღეს არის“, – განაცხადა პრემიერმა.
ციტატები სტატიიდან
„პროგრესი, რომლის მიღწევაც საკუთარ ქვეყანაში გვინდა, წარმოუდგენელია სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების გარეშე, საქართველო კვლავ გამოხატავს მზადყოფნას, რომ ურთიერთობა განაგრძოს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, რომლებიც მზად არიან ჩვენთან სამუშაოდ, ურთიერთპატივისცემის და სუვერენული თანასწორობის საფუძველზე“
„გვჯერა, რომ ხანგრძლივი პარტნიორობა მხოლოდ დიალოგით მიიღწევა და ეს შედეგი არასოდეს არ დადგება ზეწოლის ან იძულების გზით. პატივისცემის და თანამშრომლობის პრინციპებიც ასევე ფუნდამენტურ მნიშვნელობას იძენს ეფექტური მულტი ლატერალიზმისთვის. იმ პირობებში, როცა გლობალურ დონეზე გაურკვევლობა კვლავ იმატებს, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეუცვლელ ფორუმად რჩება დიალოგისა და ერთობლივი ქმედებისთვის. ამ კონტექსტში, UN80 ინიციატივა მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის გაეროს ეფექტურობის და შესაძლებლობების ასამაღლებლად, მისი გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების პარალელურად. საქართველო მზად არის იმისათვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან კონსტრუქციულად ითანამშრომლოს და ამ პროცესში აქტიური წვლილი შეიტანოს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს რეფორმებს, რომელთა დახმარებით ეს ორგანიზაცია უფრო უკეთესად მუშაობას შეძლებს და კიდევ უფრო მეტად შედეგებზე ორიენტირებული გახდება. სწორედ დღეს გაკეთებული არჩევანი განსაზღვრავს, თუ როგორ სამყაროს დავუტოვებთ ჩვენს მომავალ თაობებს. მოდით, ვიზრუნოთ იმაზე, რომ ისეთი სამყარო დავუტოვოთ მათ, რომელიც უფრო მშვიდობიანი, დაცული და ერთიანი იქნება, ვიდრე დღეს არის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.