ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე პირდაპირი დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ჯეიჰუნ ბაირამოვი და არარატ მირზოიანი შეხვდნენ. მხარეებმა განიხილეს მშვიდობის მნიშვნელობა, ეკონომიკური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვის საკითხები და პირდაპირი დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე პირდაპირი დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ
აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე პირდაპირი დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენინტერპრესნიუსი

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა და არარატ მირზოიანმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრა გამართეს, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის მნიშვნელობას და განიხილეს ის პროგრესი, რომელსაც 2025 წლის ვაშინგტონის სამშვიდობო სამიტზე მიღწეული შეთანხმებების შემდეგ მიაღწიეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ეკონომიკური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვის საკითხს.

„ამ კონტექსტში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სავაჭრო და სატრანზიტო ურთიერთობები მშვიდობის სარგებლის პრაქტიკულ მაგალითებად დასახელდა”, - აცხადებენ აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში.

შეხვედრაზე მინისტრები პირდაპირი დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ნიკოლ ფაშინიანი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები