ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

კახეთში სამასალე მერქნის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

კახეთში, სოფელ ომალოს მიმდებარედ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა. ადგილობრივმა უკანონოდ მოიპოვა და დაასაწყობა 12 კუბური მეტრი წიფლის სამასალე მერქანი. ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო მერქანი გადატანილია ახმეტის საქმიან ეზოში.

კახეთში სამასალე მერქნის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
კახეთში სამასალე მერქნის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდარუსთავი 2

კახეთის სატყეო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

სოფელ ომალოს მიმდებარედ, ადგილობრივმა მკვიდრმა უკანონოდ მოიპოვა და დაასაწყობა 28 ცალი წიფლის სახეობის სამასალე მერქანი საერთო მოცულობით 12 კუბური მეტრი. ტერიტორიაზე ასევე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქნის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი მაღალი გამავლობის ავტომობილი.

საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია ახმეტის საქმიან ეზოში.

"ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენციის მიზნით, აქტიურად მუშაობენ 9 რეგიონული სატყეო სამსახურის თანამშრომლები. სამართალდარღვევის მონიტორინგს თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით ვახორციელებთ. კონკრეტული ფაქტი კახეთის სატყეო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლინდა. ამ მიმართულებით თანამშრომლობას შესაბამის უწყებებთან მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ," - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენციის მიზნით, აქტიურად მუშაობენ 9 რეგიონული სატყეო სამსახურის თანამშრომლები. სამართალდარღვევის მონიტორინგს თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით ვახორციელებთ. კონკრეტული ფაქტი კახეთის სატყეო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლინდა. ამ მიმართულებით თანამშრომლობას შესაბამის უწყებებთან მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ,“
ბესიკ ამირანაშვილმა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.