ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ასპინძაში სატყეო უბნის განახლებული ადმინისტრაციული შენობა მოეწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, 9 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 505 ფაქტი გამოვლინდა, ხოლო სექტემბერში ამოღებულია 82 კუბურ მეტრამდე მერქანი. სააგენტოს უფროსის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, მონიტორინგში დამატებით 401 ტყის მცველი ჩაერთო.

ასპინძაში სატყეო უბნის განახლებული ადმინისტრაციული შენობა მოეწყო
ასპინძაში სატყეო უბნის განახლებული ადმინისტრაციული შენობა მოეწყორუსთავი 2

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, 1 იანვრიდან დღემდე, ცხრა თვის განმავლობაში გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების 505 ფაქტი. მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში კი, სამართალდარღვევის 42 ფაქტია გამოვლენილი, საიდანაც 41 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვებას, მათ შორის ტრანსპორტირებას უკავშირდება. ასევე იმერეთის რეგიონში გამოვლენილია სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 1 ფაქტი.

სექტემბრის თვეში ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 82 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც შემდგომი განკარგვის მიზნით, სატყეო სააგენტოს "საქმიან ეზოებში" დასაწყობდა. ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 9 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთში, 1 - სამცხე-ჯავახეთში, 12 - სამეგრელო ზემო სვანეთში, 10 - ქვემო ქართლის რეგიონში, 4 - გურიაში, 4 - კახეთში, ხოლო 1 - შიდა ქართლის რეგიონში.

"მოგეხსენებათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, აქტიურად მიმდინარეობს სატყეო რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სახელმწიფო კონტროლის გაძლიერება და უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების შემცირებაა. ჩვენი მთავარი ამოცანა ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის შემცირებაა, რისთვისაც კონკრეტულ სამცველოებზე მონიტორინგში დამატებით 401 ტყის მცველია ჩართული. ყველა ეს ღონისძიება შესაბამის უწყებებთან ერთად, საბოლოო ჯამში კონტროლის ეფექტიანად განხორციელების საშუალებას იძლევა", - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მოგეხსენებათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, აქტიურად მიმდინარეობს სატყეო რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სახელმწიფო კონტროლის გაძლიერება და უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების შემცირებაა. ჩვენი მთავარი ამოცანა ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის შემცირებაა, რისთვისაც კონკრეტულ სამცველოებზე მონიტორინგში დამატებით 401 ტყის მცველია ჩართული. ყველა ეს ღონისძიება შესაბამის უწყებებთან ერთად, საბოლოო ჯამში კონტროლის ეფექტიანად განხორციელების საშუალებას იძლევა“
ბესიკ ამირანაშვილმა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 9 თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 1203 ფაქტი გამოავლინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები