პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი მეგობრული კავშირები, სავაჭრო ბრუნვის ზრდა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოლაპარაკებები და საქართველოში სერბეთის საელჩოს გახსნის პერსპექტივები.

ირაკლი კობახიძე სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა
BM.GE

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა. ინფორმაციას კობახიძის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ კავშირებს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას. გამოითქვა იმედი, რომ სერბეთის საელჩო საქართველოში უახლოეს მომავალში გაიხსნება, რაც ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

"ყურადღება გამახვილდა ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტენდენციაზე და აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება, რომლის გაფორმებაზე მოლაპარაკებები უკვე დასასრულს უახლოვდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე დაესწრნენ", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძე ალექსანდარ ვუჩიჩთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება. როგორც ის წერს, შეხვედრაზე საქართველო-სერბეთის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

„კონსტრუქციული შეხვედრა მქონდა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან. ვისაუბრეთ საქართველო-სერბეთის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობებზე“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა
  2. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს პრემიერ-მინისტრი სერბეთის პრეზიდენტს შეხვდა
  3. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე სერბეთის პრეზიდენტს შეხვდა
  4. პირველი არხისამთავრობოალექსანდრ ვუჩიჩი – ირაკლი კობახიძესთან გულთბილი საუბარი მქონდა, სიამოვნებით გავიხსენე საქართველოში ბოლო ვიზიტი, რომელმაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი პოლიტიკური დიალოგის განვითარებას
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მშვიდობა, სტაბილურობა და სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება - გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის მაღალი დონის შეხვედრებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები