პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის მეგობრული კავშირები, სავაჭრო ბრუნვის ზრდა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებები და საქართველოში სერბეთის საელჩოს გახსნის პერსპექტივა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა
იმედინიუსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ კავშირებს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას. გამოითქვა იმედი, რომ სერბეთის საელჩო საქართველოში უახლოეს მომავალში გაიხსნება, რაც ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

ყურადღება გამახვილდა ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტენდენციაზე და აღინიშნა, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება, რომლის გაფორმებაზე მოლაპარაკებები უკვე დასასრულს უახლოვდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე დაესწრნენ.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს პრემიერ-მინისტრი სერბეთის პრეზიდენტს შეხვდა
  2. BM.GEოპოზიციურიირაკლი კობახიძე სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა
  3. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე სერბეთის პრეზიდენტს შეხვდა
  4. პირველი არხისამთავრობოალექსანდრ ვუჩიჩი – ირაკლი კობახიძესთან გულთბილი საუბარი მქონდა, სიამოვნებით გავიხსენე საქართველოში ბოლო ვიზიტი, რომელმაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი პოლიტიკური დიალოგის განვითარებას
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: კონსტრუქციული შეხვედრა მქონდა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან, ვისაუბრეთ საქართველო-სერბეთის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობებზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები