ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პრემიერი: ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს აქციებს და ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი აქციები განწირული, საზოგადოება ხედავს ყველაფერს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ში ყოფნისას განაცხადა, რომ მცირერიცხოვანი ყოველდღიური აქციები სექტის სახეს იღებს და განწირულია წარუმატებლობისთვის. მისი თქმით, საზოგადოება მხარს უჭერს ხელისუფლების კურსს და არა პროტესტს.

პრემიერი: ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს აქციებს და ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი აქციები განწირული, საზოგადოება ხედავს ყველაფერს
პრემიერი: ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს აქციებს და ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი აქციები განწირული, საზოგადოება ხედავს ყველაფერსრუსთავი 2

მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში თუნდაც ხან 20, ხან 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში განუცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება ხედავს ყველაფერს და სწორედ ამის გამოა, რომ უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს არა ე.წ. პროტესტს, არამედ ხელისუფლების მიერ გაცხადებულ და განხორციელებულ კურსს.

„მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში თუნდაც ხან 20, ხან 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული. თუმცა მათი ერთგვარი თვითმიზანია, რომ ყოველდღიურად შეიკრიბონ, რათა ამ ყველაფერს დაარქვან უწყვეტი პროტესტი. პირიქით, ამ ქმედებებით ხდება მათი ე.წ. პროტესტის დისკრედიტაცია. როდესაც გამოდიხარ ყოველდღე და ყოველდღე აჩვენებ საზოგადოებას იმას, რომ ხარ ცოტა, ეს ბუნებრივია არავითარ ლოგიკაში არ ჯდება გარდა ერთისა - მათ აქვთ მიღებული დავალება და მათი დავალება პირველ რიგში სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა. ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი. საზოგადოება ხედავს ყველაფერს და სწორედ ამის გამოა, რომ საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს არა ე.წ. პროტესტს, არამედ ხელისუფლების მიერ გაცხადებულ და განხორციელებულ კურსს,“- აღნიშნა პრემიერმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში თუნდაც ხან 20, ხან 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული. თუმცა მათი ერთგვარი თვითმიზანია, რომ ყოველდღიურად შეიკრიბონ, რათა ამ ყველაფერს დაარქვან უწყვეტი პროტესტი. პირიქით, ამ ქმედებებით ხდება მათი ე.წ. პროტესტის დისკრედიტაცია. როდესაც გამოდიხარ ყოველდღე და ყოველდღე აჩვენებ საზოგადოებას იმას, რომ ხარ ცოტა, ეს ბუნებრივია არავითარ ლოგიკაში არ ჯდება გარდა ერთისა - მათ აქვთ მიღებული დავალება და მათი დავალება პირველ რიგში სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა. ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი. საზოგადოება ხედავს ყველაფერს და სწორედ ამის გამოა, რომ საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს არა ე.წ. პროტესტს, არამედ ხელისუფლების მიერ გაცხადებულ და განხორციელებულ კურსს,“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.