ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

17 ქვეყანა, 39 მეცნიერი და მრავალხმიანობის საუკუნოვანი ტრადიციები - დედაქალაქი ტრადიციული მრავალხმიანობის მე-13 საერთაშორისო სიმპოზიუმს მასპინძლობს

თბილისი ტრადიციული მრავალხმიანობის მე-13 საერთაშორისო სიმპოზიუმს მასპინძლობს, რომელშიც 17 ქვეყნის 39 მეცნიერი მონაწილეობს. ღონისძიება კონსერვატორიის დიდ დარბაზში გალაკონცერტით გაიხსნა და მოიცავს როგორც სამეცნიერო სესიებს, ისე სხვადასხვა ქვეყნის კოლექტივების გამოსვლებსა და კულტურულ ღონისძიებებს.

17 ქვეყანა, 39 მეცნიერი და მრავალხმიანობის საუკუნოვანი ტრადიციები - დედაქალაქი ტრადიციული მრავალხმიანობის მე-13 საერთაშორისო სიმპოზიუმს მასპინძლობს
17 ქვეყანა, 39 მეცნიერი და მრავალხმიანობის საუკუნოვანი ტრადიციები - დედაქალაქი ტრადიციული მრავალხმიანობის მე-13 საერთაშორისო სიმპოზიუმს მასპინძლობსრუსთავი 2

17 ქვეყანა, 39 მეცნიერი და მრავალხმიანობის საუკუნოვანი ტრადიციები - მსოფლიო კულტურულ რუკაზე თბილისი კვლავ მნიშვნელოვანი შეხვედრის ადგილია.

დედაქალაქი ტრადიციული მრავალხმიანობის მეცამეტე საერთაშორისო სიმპოზიუმს მასპინძლობს. კონსერვატორიის დიდ დარბაზში ოთხდღიანი ღონისძიება გალაკონცერტით გაიხსნა. მსმენელის წინაშე ქართული სტუდენტური და ახალგაზრდული გუნდები წარდგნენ.

ღონისძიების ფარგლებში, მაყურებლის წინაშე დიდი ბრიტანეთის, შოტლანდიის, ავსტრალიის, საფრანგეთისა და უნგრეთის კოლექტივები გამოვლენ. სამეცნიერო სესიების პარალელურად, სხვადასხვა კულტურული ღონისძიება, მათ შორის დოკუმენტური ფილმების ჩვენება გაიმართება.

მას შემდეგ, რაც იუნესკომ ქართული პოლიფონია კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შედევრად აღიარა, თბილისი მსოფლიო მრავალხმიანობის კვლევის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად იქცა. პირველმა თბილისურმა სიმპოზიუმმა დიდი ინტერესი გამოიწვია ეთნომუსიკალურ წრეებში და მას შემდეგ მსოფლიოში მრავალხმიანობის მკვლევარ სახელგანთქმულ მეცნიერებს უმასპინძლა.

24-წლიანი ისტორიის მქონე სიმპოზიუმი მრავალხმიანობის კვლევის თანამედროვე ტენდენციებს წარმოაჩენს და ქართული ეთნომუსიკოლოგიის დასავლურ მეცნიერებასთან ინტეგრაციას უწყობს ხელს.

სიმპოზიუმი ხვალ ქართული და მსოფლიო მრავალხმიანობის კონცერტით დაიხურება, სადაც, ტრადიციულ ხალხურ ნიმუშებთან ერთად, საავტორო კომპოზიციებიც გაჟღერდება.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“- თბილისი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმს მასპინძლობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები