ირაკლი ზარქუა გიორგი ჩუბინიძეზე: „გერმანიაში იმალება და იქიდან მავნებლობს ეს ქალაჩუნა რადიკალი, ჩემზე მორიგი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში ეხმიანება მის შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას და აცხადებს, რომ ოპოზიციის აქტივისტმა გერმანიიდან მისი სახელით აბსურდული განცხადება გაავრცელა.

x
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა მის შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც ზარქუა აღნიშნავს, ოპოზიციის აქტივისტმა გიორგი ჩუბინიძემ მისი სახელით აბსურდული განცხადება გაავრცელა, რითაც „თავის ბაბლს ატყუებს და აგიჟებს”.
„ეს ე.წ. „ხაშურის მუნიციპალიტეტის“ ადმინი, რომელიც გერმანიაში იმალება და იქიდან მავნებლობს ეს ქალაჩუნა რადიკალი! ჩემზე მორიგი სიყალბე და აბსურდული განცხადება გაუვრცელებია! ნუ, კოლექტიურ ნაცებს სხვა რა უნდოდათ და დაიჯერეს და მლანძღავენ და მწყევლიან თურმე. არადა, ამ მავნებელმა რადიკალმა ფეიკი გაავრცელა და ამით თავის ბაბლს ატყუებს და აგიჟებს!” – წერს ირაკლი ზარქუა Facebook-ზე.
ციტატები სტატიიდან
„ადმინი, რომელიც გერმანიაში იმალება და იქიდან მავნებლობს ეს ქალაჩუნა რადიკალი! ჩემზე მორიგი სიყალბე და აბსურდული განცხადება გაუვრცელებია! ნუ, კოლექტიურ ნაცებს სხვა რა უნდოდათ და დაიჯერეს და მლანძღავენ და მწყევლიან თურმე. არადა, ამ მავნებელმა რადიკალმა ფეიკი გაავრცელა და ამით თავის ბაბლს ატყუებს და აგიჟებს!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.