ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით სონღულაშვილი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის მონაწილეებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს შეხვდა. უწყების ცნობით, სამინისტროში სტაჟირებას 80 ახალგაზრდა გადის, ხოლო გასულ პერიოდში პროგრამაში ჩართული 87 მონაწილიდან 32 სისტემაში დასაქმდა.

დავით სონღულაშვილი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის მონაწილეებს შეხვდა
დავით სონღულაშვილი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის მონაწილეებს შეხვდარუსთავი 2

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის მონაწილეებს შეხვდა.

შეხვედრაზე დავით სონღულაშვილმა ახალგაზრდების პროფესიული განვითარების მნიშვნელობასა და სამინისტროს სისტემაში კვალიფიციური კადრების მოზიდვის აუცილებლობაზე ისაუბრა.

"პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ და პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ. აღნიშნული სტაჟირების პროგრამა ხელს უწყობს ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებასა და საჯარო სამსახურში კვალიფიციური კადრების მოზიდვას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დეფიციტური სპეციალობების მიმართულებით კვალიფიციური კადრების მოზიდვა. წარმატებას ვუსურვებ თითოეულ სტაჟიორს და დარწმუნებული ვარ, რომ მალე, ჩვენი გუნდის წევრებიც გახდებიან“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა ახალგაზრდებს საჯარო სექტორში პროფესიული გამოცდილების მიღებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას აძლევს. პროგრამა ასევე ხელს უწყობს ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებასა და საჯარო სამსახურში კვალიფიციური კადრების მოზიდვას.

2026 წლის 1 ოქტომბრიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში სტაჟირებას 80 ახალგაზრდა გადის.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 1 ოქტომბრიდან სამინისტროს სისტემაში სტაჟირება 87-მა ახალგაზრდამ გაიარა, რომელთაგან 32 სამინისტროს სისტემაში დასაქმდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ და პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ. აღნიშნული სტაჟირების პროგრამა ხელს უწყობს ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებასა და საჯარო სამსახურში კვალიფიციური კადრების მოზიდვას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დეფიციტური სპეციალობების მიმართულებით კვალიფიციური კადრების მოზიდვა. წარმატებას ვუსურვებ თითოეულ სტაჟიორს და დარწმუნებული ვარ, რომ მალე, ჩვენი გუნდის წევრებიც გახდებიან“
დავით სონღულაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სასიხარულოა, რომ წელს სტაჟირების პროგრამამ მეტი ინტერესი გამოიწვია ახალგაზრდებში - მიხეილ სარჯველაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები