„ის ევროპელი პოლიტიკოსები და მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც გუშინ ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, დღეს საქართველოს მაგალითად მოიხსენიებენ. ეს ჩვენი ხელისუფლების სწორი პოლიტიკური გათვლების შედეგია“ – თამარ ჩიბურდანიძე საფრანგეთის შს მინისტრის განცხადებაზე
თამარ ჩიბურდანიძის განცხადებით, ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც ადრე საქართველოს აკრიტიკებდნენ, ახლა მას მაგალითად ასახელებენ, რაც მისი შეფასებით, ხელისუფლების სწორი გათვლების შედეგია.

„ის ევროპელი პოლიტიკოსები და მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც გუშინ ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, დღეს საქართველოს მაგალითად მოიხსენიებენ. ეს ჩვენი ხელისუფლების სწორი პოლიტიკური გათვლების შედეგია“, – ამის შესახებ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, თამარ ჩიბურდანიძემ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
„დღეს ჩვენ მოვისმინეთ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლა, რომელმაც საქართველო მაგალითად მოიყვანა და თქვა, რომ საქართველომ დაიცვა ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, შეძლო ამის დაცვა და ეს გზა დღეს უკვე საფრანგეთმაც უნდა გაიაროს. ბრიუსელი კი ამას დღესაც არ აღიარებს, რადგან ბრიუსელი არის ლიბერალების ეპიცენტრი და დედაქალაქი – სწორედ იქ ყალიბდება ეს პოლიტიკა, იქ არიან მესვეურები და ხელმძღვანელები. აქედან გამომდინარე, სანამ ეს პოლიტიკოსები მართავენ ევროპას, ბუნებრივია, ისინი ამას არ აღიარებენ. ისინი გადარჩენისთვის იბრძვიან და მათი გადარჩენის შანსი სწორედ ის არის, რასაც დღეს ვხედავთ ევროპაში – სხვათა შორის, ესენი არიან ულტრამემარცხენე ძალები, ვინც დღეს ევროპას წვავს, ანადგურებს საფრანგეთს, იტალიასა და იმავე ბრიუსელს.
როგორ ფიქრობთ, შეუძლებელი იყო ამის აღკვეთა? როგორ არა, შეეძლოთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ვიღაცას არ აწყობს. რადგან საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში არჩევნები ახლოვდება და მემარჯვენე პოლიტიკური პარტიები და კონსერვატორები ევროპაში იმდენად მომძლავრდნენ, რომ მათ არც ქუჩაში და არც ხმაურში უტოვებენ ადგილს, აქედან გამომდინარე, მთლიანად სოციალურ პოლიტიკაზე გადაერთნენ, რომ სოციალურმა პოლიტიკამ შთანთქას ეროვნული მოთხოვნები.
მე მიხარია, რომ საქართველო აღმოჩნდა ამ ბრძოლის ავანგარდში, საქართველო – საუკეთესო მაგალითი ევროპისთვის. ის ევროპელი პოლიტიკოსები და მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც გუშინ ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, დღეს საქართველოს მაგალითად მოიხსენიებენ. ეს ჩვენი ხელისუფლების სწორი პოლიტიკური გათვლების შედეგია – ჩვენ წლების წინ გავთვალეთ, თუ რას მოიტანდა ევროპაში ეს ლიბერალური ტოტალიტარიზმი და ავტორიტარიზმი, რას მოიტანდა რუსეთ-უკრაინის ომი ევროპაში და ა.შ.“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.
ციტატები სტატიიდან
„ის ევროპელი პოლიტიკოსები და მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც გუშინ ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, დღეს საქართველოს მაგალითად მოიხსენიებენ. ეს ჩვენი ხელისუფლების სწორი პოლიტიკური გათვლების შედეგია“
„დღეს ჩვენ მოვისმინეთ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლა, რომელმაც საქართველო მაგალითად მოიყვანა და თქვა, რომ საქართველომ დაიცვა ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, შეძლო ამის დაცვა და ეს გზა დღეს უკვე საფრანგეთმაც უნდა გაიაროს. ბრიუსელი კი ამას დღესაც არ აღიარებს, რადგან ბრიუსელი არის ლიბერალების ეპიცენტრი და დედაქალაქი – სწორედ იქ ყალიბდება ეს პოლიტიკა, იქ არიან მესვეურები და ხელმძღვანელები. აქედან გამომდინარე, სანამ ეს პოლიტიკოსები მართავენ ევროპას, ბუნებრივია, ისინი ამას არ აღიარებენ. ისინი გადარჩენისთვის იბრძვიან და მათი გადარჩენის შანსი სწორედ ის არის, რასაც დღეს ვხედავთ ევროპაში – სხვათა შორის, ესენი არიან ულტრამემარცხენე ძალები, ვინც დღეს ევროპას წვავს, ანადგურებს საფრანგეთს, იტალიასა და იმავე ბრიუსელს. როგორ ფიქრობთ, შეუძლებელი იყო ამის აღკვეთა? როგორ არა, შეეძლოთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ვიღაცას არ აწყობს. რადგან საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში არჩევნები ახლოვდება და მემარჯვენე პოლიტიკური პარტიები და კონსერვატორები ევროპაში იმდენად მომძლავრდნენ, რომ მათ არც ქუჩაში და არც ხმაურში უტოვებენ ადგილს, აქედან გამომდინარე, მთლიანად სოციალურ პოლიტიკაზე გადაერთნენ, რომ სოციალურმა პოლიტიკამ შთანთქას ეროვნული მოთხოვნები. მე მიხარია, რომ საქართველო აღმოჩნდა ამ ბრძოლის ავანგარდში, საქართველო – საუკეთესო მაგალითი ევროპისთვის. ის ევროპელი პოლიტიკოსები და მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც გუშინ ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, დღეს საქართველოს მაგალითად მოიხსენიებენ. ეს ჩვენი ხელისუფლების სწორი პოლიტიკური გათვლების შედეგია – ჩვენ წლების წინ გავთვალეთ, თუ რას მოიტანდა ევროპაში ეს ლიბერალური ტოტალიტარიზმი და ავტორიტარიზმი, რას მოიტანდა რუსეთ-უკრაინის ომი ევროპაში და ა.შ.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…