ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართოს
ადვოკატი მარიამ შათირიშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართოს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართოს.
"ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება, შეიძლება შემდგომ ეტაპზე იყოს", - განაცხადა ბურჟულაძის ადვოკატმა მარიამ შათირიშვილმა.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის 11 სექტემბერს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ბრალდებით დააკავა. საქალაქო სასამართლომ მას თავდაპირველად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა მოგვიანებით, პროკურატურასა და დაცვის მხარეს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ ყოფილ მინისტრს სასჯელის ვადა 3 წლამდე შეუმცირა.
ციტატები სტატიიდან
„ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება, შეიძლება შემდგომ ეტაპზე იყოს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.