ერთ წელში საქართველოში ბენზინი ₾0.95-ით და დიზელი ₾1.80-ით გაძვირდა
საქართველოში საწვავის ფასები იზრდება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბენზინი საშუალოდ 95 თეთრით, ხოლო დიზელი 1.80 ლარით გაძვირდა. ფასების ზრდის ძირითად მიზეზებად მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარება, ჰორმუზის სრუტეში შექმნილი პრობლემები, იემენში ჰუსიტების გააქტიურება და რუსეთ-უკრაინის ომი სახელდება, რასაც უახლოეს თვეებში მაღალი ინფლაციის მოლოდინი მოსდევს.

საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს.
ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებში 4 ლარს ქვემოთ მხოლოდ რეგულარის ტიპის ბენზინიღაა ხელმისაწვდომი, დიზელის ღირებულება კი 5 ლარს უახლოვდება.
2025 წლის სექტემბერთან შედარებით, ბენზინი საშუალოდ 95 თეთრით, ხოლო დიზელი ₾1.80-ითაა გაძვირებული, პროცენტულად ეს 29%-იანი და 59%-იანი მატებაა. მაშინაც კი, თუ შედარებას 1 თვის წინანდელ მაჩვენებელთან გავაკეთებთ ბენზინი საშუალოდ 23 თეთრით და დიზელი 44 თეთრით იქნება გაძვირებული.
2026 წლის 24 სექტემბრის მდგომარეობით, ბრენდირებულ ქსელში რეგულარის ტიპის ბენზინის შეძენა 3.82-3.89 ლარადაა შესაძლებელი, პრემიუმის 4.02-4.09 ლარად, სუპერის ფასი ₾4.44-დან იწყება და ₾4.54-მდე ადის (100 ოქტანიანი სუპერი ₾4.64 ღირს).
დიზელის ფასები კიდევ უფრო ძვირია და მისი ღირებულება 4.70-4.87 ლარს შორის მერყეობს.
ენერგომატარებლების, მათ შორის საავტომობილო საწვავის ფასის ცვლილებას სამომხმარებლო პროდუქტის ფასებზე ჯაჭვური ეფექტი გააჩნია, თუმცა რეაქცია მყისიერი არაა. სხვა თანაბარ პირობებში, საწვავის არსებული ფასების შენარჩუნების პირობებშიც კი, უახლოეს თვეებში საშუალოზე მაღალი ინფლაციაა მოსალოდნელი.
მსოფლიო ბაზარზე საწვავის გაძვირების უმთავრეს მიზეზად ჰორმუზის სრუტეში არსებული მგომარეობა სახელდება, რასაც ბოლო პერიოდში იემენში ჰუსიტების გააქტიურებაც დაემატა. კიდევ ერთი ფაქტორი რუსეთ-უკრაინი ომი და რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მუშაობის შეფერხებაა.
საწვავის გაძვირების მიზეზებზე უფრო ვრცლად Netgazeti-ს ამ სტატიაშია მოთხრობილი.
ერთ წელიწადში ბენზინი 27%-ით და დიზელი 55%-ით გაძვირდა, მოლოდინი ოპტიმიზმის საფუძველს არ აჩენს
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.