ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

როგორ შეიცვალა ნავთობის და გაზის ფასები?

გლობალური ნავთობის გაძვირების ფონზე, საქართველოში ბენზინის ფასი ერთ თვეში დაახლოებით 75 თეთრით გაიზარდა, ხოლო დიზელმა 5.10 ლარს მიაღწია. ენერგორესურსების მკვეთრ ზრდას ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური რისკები და ჰორმუზის სრუტის პარალიზება განაპირობებს.

როგორ შეიცვალა ნავთობის და გაზის ფასები?
როგორ შეიცვალა ნავთობის და გაზის ფასები?BM.GE

მიმდინარე კვირას ნავთობის გლობალური ფასები გაიზარდა და ამჟამად ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობი 109 დოლარად ივაჭრება, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 79%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

რაც შეეხება ამერიკულ WTI-ს, ის 98 დოლარი ღირს, რაც 70%-იან ზრდას წარმოადგენს; ხოლო რუსული Urals-ის ფასი მიმდინარე წელს 107%-ითაა გაზრდილი და ის ამჟამად 105 დოლარს აღწევს.

ბუნებრივია, ნავთობის გაძვირება ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასების ზრდას იწვევს, რის გამოც ერთ თვეში საქართველოში ბენზინის ფასი დაახლოებით 75 თეთრით გაიზარდა. ამჟამად ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებში ლიტრი სუპერის ფასი 4.70 ლარის ფარგლებშია; პრემიუმი დაახლოებით 4.40 ლარი ღირს; რეგულარის ფასი საშუალოდ 4.10 ლარია; ხოლო დიზელი დაახლოებით 5.10 ლარად იყიდება.

ნავთობის პარალელურად, გაძვირებულია ბუნებრივი აირიც, რომლის ღირებულებამ მეგავატ/საათზე 87 ევრო შეადგინა, რაც წლიურად 208%-ით არის გაძვირებული.

ენერგეტიკული რესურსების გაძვირება ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური რისკების ზრდას და ჰორმუზის სრუტის პარალიზებას უკავშირდება, რაც ბაზარზე მიწოდების შეფერხებას იწვევს.

ვითარებას განსაკუთრებით ის მოცემულობა ამძიმებს, რომ აშშ-ირანის მოლაპარაკებების პროცესში არსებითი პროგრესი არ არის და პრეზიდენტი ტრამპი თეირანის წინააღმდეგ სამხედრო შეტევების განახლებას აანონსებს.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Brent-ის ფასმა $110-ს მიაღწია - რა აძვირებს ნავთობს?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები