ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პროტესტი რაში შეიძლება გადაიზარდოს, რაში აზვირთდეს და როგორი ფაზები შეიძლება ვიხილოთ, ამას ვერავინ იწინასწარმეტყველებს - ირაკლი ფავლენიშვილი შალვა პაპუაშვილის წერილზე

ნაციონალური მოძრაობა

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წერილს, რომელმაც საპროტესტო მოძრაობა ფსევდორელიგიურ მოძრაობად შეაფასა, ოპოზიციის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა. „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, პროტესტის შემდგომი ფაზების წინასწარმეტყველება შეუძლებელია.

პროტესტი რაში შეიძლება გადაიზარდოს, რაში აზვირთდეს და როგორი ფაზები შეიძლება ვიხილოთ, ამას ვერავინ იწინასწარმეტყველებს - ირაკლი ფავლენიშვილი შალვა პაპუაშვილის წერილზე
პროტესტი რაში შეიძლება გადაიზარდოს, რაში აზვირთდეს და როგორი ფაზები შეიძლება ვიხილოთ, ამას ვერავინ იწინასწარმეტყველებს - ირაკლი ფავლენიშვილი შალვა პაპუაშვილის წერილზერუსთავი 2

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წერილს, სადაც ის წერს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო მოძრაობა, რომელსაც ოპოზიციის ნაწილმა რეფერენდუმი უწოდა, საბოლოოდ ფსევდორელიგიურ მოძრაობად გარდაიქმნა, გამოხმაურებები მოჰყვა ოპოზიციაში.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში მუდმივად იყო ქუჩის აქციები, თუმცა გასაკვირი არ არის, რომ იმდენი ადამიანი დღეს აღარ დგას ქუჩაში, როგორც ეს პირველ დღეებში იყო.

"პირველ დღეს რამდენი ადამიანიც იყო ქუჩაში, იმდენი ადამიანი რომ არ იქნება, ეს ყველასთვის გასაგებია. მაგრამ, მთავარია რომ ამ ქვეყანაში მუდმივად იყო ქუჩის აქციები და პროტესტი. თუმცა შემდეგ ეს პროტესტი რაში შეიძლება გადაიზარდოს, რაში აზვირთდეს და როგორი ფაზები შეიძლება ვიხილოთ, ამას ვერავინ ვერ იწინასწარმეტყველებს, იმიტომ რომ ასეთი გახლავთ ზოგადად პროტესტის ანატომია," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პირველ დღეს რამდენი ადამიანიც იყო ქუჩაში, იმდენი ადამიანი რომ არ იქნება, ეს ყველასთვის გასაგებია. მაგრამ, მთავარია რომ ამ ქვეყანაში მუდმივად იყო ქუჩის აქციები და პროტესტი. თუმცა შემდეგ ეს პროტესტი რაში შეიძლება გადაიზარდოს, რაში აზვირთდეს და როგორი ფაზები შეიძლება ვიხილოთ, ამას ვერავინ ვერ იწინასწარმეტყველებს, იმიტომ რომ ასეთი გახლავთ ზოგადად პროტესტის ანატომია,“
ირაკლი ფავლენიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.