პუტინს ჯერ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა აშშ-ის მიწვევას G20-ის ლიდერთა სამიტზე
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს ჯერ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა აშშ-ის მიწვევას G20-ის სამიტზე მონაწილეობის მისაღებად. მიწვევის შესახებ ცნობილი გახდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრის შემდეგ.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა მოსკოვში 24 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამიტზე მიწვევისთვის მადლიერი არიან, თუმცა პრეზიდენტ პუტინის მონაწილეოობის საკითხი „დამუშავდება და შემდეგ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“.
შეერთებულმა შტატებმა რომ პუტინი მაიამიში, G20-ის სამიტზე მიიწვია, ეს ცნობილი 23 სექტემბერს გახდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრის შემდეგ. დაახლოებით ერთსაათიანი შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.
რუბიომ ჟუურნალისტებს უთხრა, რომ სამიტზე პრეზიდენტი პუტინი მიიწვიეს, იმედია, ამ მიწვევას მიიღებს და ექნება არა მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტთან, არამედ სხვა ლიდერებთანაც ურთიერთობის შესძლებლობა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.