ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ საპროტესტო აქციაზე "მჩხიბავები ჰყავდათ მიყვანილი"

ქართული ოცნება

„ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მაჭავარიანმა და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საპროტესტო აქციის მონაწილეები გააკრიტიკეს. მაჭავარიანის მტკიცებით, აქციაზე მჩხიბავები და სატანისტური რიტუალები იყო, მონაწილეები კი „ემოციურად დაზიანებულები“ არიან და მათ გარე ძალები იყენებენ. თავის მხრივ, შალვა პაპუაშვილმა პროტესტი „ფსევდორელიგიურ ფუნდამენტალისტურ სექტად“ მოიხსენია.

ლევან მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ საპროტესტო აქციაზე "მჩხიბავები ჰყავდათ მიყვანილი"
ლევან მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ საპროტესტო აქციაზე "მჩხიბავები ჰყავდათ მიყვანილი"TV პირველი

შალვა პაპუაშვილის შემდეგ, პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ განცხადებები "ოცნების" წევრებმაც გააკეთეს - დღეს ლევან მაჭავარიანი ტელეკამერების წინ ამტკიცებდა, რომ საპროტესტო აქციაზე "მჩხიბავები ჰყავდათ მიყვანილი".

"ოცნების" წევრმა პარლამენტის თავმჯდომარის მსგავსად პროტესტში ჩართულ მონაწილეებს "ემოციურად დაზიანებულები" უწოდა და ირწმუნებოდა, რომ მათ "გარე ძალები იყენებენ".

“რთულია, რომ ბატონ პაპუაშვილს არ დავეთანხმო. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი უკიდურესად არასასიამოვნოდ განვითარდა და მართლა რაღაც სექტად არის ჩამოყალიბებული. ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი სატანისტური რიტუალი ვიხილეთ, მჩხიბავები ჰყავდათ მიყვანილი. რაღაც საშინელება, სამარცხვინო. იმედს გამოვთქვამთ, რომ ემოციურად დაზიანებული ადამიანები ამ მდგომარეობიდან გამოვლენ და მიხვდებიან, რომ მათ გარე ძალები იყენებენ იმისთვის, რომ საერთაშორისო პრესაში რაღაც ჰედლაინები ჰქონდეთ, თითქოს, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. როდესაც ადამიანი რუსთაველზე გაივლი, დაინახავ რომ 20-25 ადამიანი დგას. სამწუხაროდ, უცხო ძალებს ასე აყენებინებენ საკუთარ თავს და მართლა ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ ამ ყველაფერს ისინი გააცნობიერებენ,” - განაცხადა მაჭავარიანმა.

შალვა პაპუაშვილმა პროტესტის მონაწილეებს "აგრესიული თემი და ფსევდორელიგიური ფუნდამენტალისტური სექტა" უწოდა.

პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვრცელ პოსტში ირწმუნება, რომ “ამ ფსევდორელიგიური სექტის დოგმატიკაში ევროკავშირი „აღთქმული მიწაა“, 78-ე მუხლი - მრწამსი, რეზოლუციები - მცნებები, უცხოელი პოლიტიკოსი კი უმაღლესი ქურუმი”.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რთულია, რომ ბატონ პაპუაშვილს არ დავეთანხმო. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი უკიდურესად არასასიამოვნოდ განვითარდა და მართლა რაღაც სექტად არის ჩამოყალიბებული. ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი სატანისტური რიტუალი ვიხილეთ, მჩხიბავები ჰყავდათ მიყვანილი. რაღაც საშინელება, სამარცხვინო. იმედს გამოვთქვამთ, რომ ემოციურად დაზიანებული ადამიანები ამ მდგომარეობიდან გამოვლენ და მიხვდებიან, რომ მათ გარე ძალები იყენებენ იმისთვის, რომ საერთაშორისო პრესაში რაღაც ჰედლაინები ჰქონდეთ, თითქოს, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. როდესაც ადამიანი რუსთაველზე გაივლი, დაინახავ რომ 20-25 ადამიანი დგას. სამწუხაროდ, უცხო ძალებს ასე აყენებინებენ საკუთარ თავს და მართლა ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ ამ ყველაფერს ისინი გააცნობიერებენ,“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მახაშვილი – პარლამენტის თავმჯდომარემ აღწერა მთელი ანატომია, რა გზაც ე.წ. პროტესტმა გაიარა, დღეს ეს არის რელიგიური სექტა, რომელიც შორსაა აზრის მშვიდობიანად გამოხატვისგანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები