ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

შალვა პაპუაშვილი: “რევოლუციური პროპაგანდის ფრონტი დამარცხებულია. დღეს ევროკავშირი დოგმის დონეზე ჰყავთ

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ რევოლუციური პროპაგანდის ფრონტი დამარცხებულია და უწყვეტი პროტესტი შინაარსისგან დაიცალა. მისი თქმით, პროტესტის ეს ჯგუფი ფსევდორელიგიურ, ფუნდამენტალისტურ სექტად ჩამოყალიბდა, რომელიც დოგმებით მოქმედებს და ევროკავშირი აღთქმულ ქვეყნად ჰყავს გამოცხადებული.

შალვა პაპუაშვილი: “რევოლუციური პროპაგანდის ფრონტი დამარცხებულია. დღეს ევროკავშირი დოგმის დონეზე ჰყავთ
შალვა პაპუაშვილი: “რევოლუციური პროპაგანდის ფრონტი დამარცხებულია. დღეს ევროკავშირი დოგმის დონეზე ჰყავთPOSTV

„მინდოდა, რომ ერთ-ერთ ღირშესანიშნავ თარიღს გამოვხმაურებოდი, იმიტომ, რომ თავისი დღეთაღრიცხვა აქვს ამ კონკრეტულ ჯგუფს და დღეს 666-ე სიმბოლური დღეა მათთვის. მთლიანად ეს ჯგუფი, ეს ე.წ. უწყვეტი პროტესტი დაიცალა შინაარსისგან და, ერთადერთი – საკუთარი თავის გამართლებით არის დაკავებული. რევოლუციური პროპაგანდის ფრონტი დამარცხებულია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„აღარავის სჯერა, რომ 2024-2025 წლებში მშვიდობიანი აქციები იყო; აღარავის სჯერა, რომ ისინი, ვინც დაკავებულები არიან ძალადობისთვის, ძალადობა ჩადენილი არ აქვთ; აღარავის სჯერა, რომ არჩევნები იყო გაყალბებული. სულ უფრო ხშირია მათი [ოპოზიციის] განცხადებები, რომ არასწორი იყო პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადება. მთლიანად დამარცხდა მთლიანად დღეს უკვე სექტად ჩამოყალიბებული ჯგუფის რევოლუციური პროპაგანდა. ჩვენ თვალწინ, პროტესტის ეს ჯგუფი ჩამოყალიბდა ფსევდორელიგიურ სექტად, თავისი ყველა დამახასიათებელი ნიშნით, სიმბოლიკით, რიტუალებით, რომელსაც ისინი ასრულებენ, თავისი ქურუმებითა და წინამძღვრებით, მსხვერპლებითა და მოწამეებით. ამავე დროს, გამომდინარე იქიდან, რომ არის აგრესიული და ძალადობრივი, სწორედ ფსევდორელიგიური, ფუნდამენტალისტური სექტაა, რომელსაც ახლა ჩვენ ვაკვირდებით.

ის რეზისტენტულია ნებისმიერი უცხო აზრის მიმართ, რომელიც მისი სამყაროს წარმოდგენაში არ ჯდება, ის ამიტომ გაურბის ნებისმიერ დიალოგს და მოქმედებს დოგმებით. დოგმის დონეზე ჰყავთ დღეს ევროკავშირი აყვანილი და გამოცხადებული ჰყავღ აღთქმულ ქვეყნად. სექტას ეშინია დისკუსიის, ვინაიდან სექტა მოქმედებს არა საღი განსჯიდან გამოტანილი დასკვნებით, არამედ დოგმებით. დოგმის სისუსტე კი იმაშია, რომ როდესაც დისკუსია იმართება, შესაძლოა, ეს დოგმა გაბათილდეს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მინდოდა, რომ ერთ-ერთ ღირშესანიშნავ თარიღს გამოვხმაურებოდი, იმიტომ, რომ თავისი დღეთაღრიცხვა აქვს ამ კონკრეტულ ჯგუფს და დღეს 666-ე სიმბოლური დღეა მათთვის. მთლიანად ეს ჯგუფი, ეს ე.წ. უწყვეტი პროტესტი დაიცალა შინაარსისგან და, ერთადერთი – საკუთარი თავის გამართლებით არის დაკავებული. რევოლუციური პროპაგანდის ფრონტი დამარცხებულია“
შალვა პაპუაშვილი
„აღარავის სჯერა, რომ 2024-2025 წლებში მშვიდობიანი აქციები იყო; აღარავის სჯერა, რომ ისინი, ვინც დაკავებულები არიან ძალადობისთვის, ძალადობა ჩადენილი არ აქვთ; აღარავის სჯერა, რომ არჩევნები იყო გაყალბებული. სულ უფრო ხშირია მათი [ოპოზიციის] განცხადებები, რომ არასწორი იყო პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადება. მთლიანად დამარცხდა მთლიანად დღეს უკვე სექტად ჩამოყალიბებული ჯგუფის რევოლუციური პროპაგანდა. ჩვენ თვალწინ, პროტესტის ეს ჯგუფი ჩამოყალიბდა ფსევდორელიგიურ სექტად, თავისი ყველა დამახასიათებელი ნიშნით, სიმბოლიკით, რიტუალებით, რომელსაც ისინი ასრულებენ, თავისი ქურუმებითა და წინამძღვრებით, მსხვერპლებითა და მოწამეებით. ამავე დროს, გამომდინარე იქიდან, რომ არის აგრესიული და ძალადობრივი, სწორედ ფსევდორელიგიური, ფუნდამენტალისტური სექტაა, რომელსაც ახლა ჩვენ ვაკვირდებით. ის რეზისტენტულია ნებისმიერი უცხო აზრის მიმართ, რომელიც მისი სამყაროს წარმოდგენაში არ ჯდება, ის ამიტომ გაურბის ნებისმიერ დიალოგს და მოქმედებს დოგმებით. დოგმის დონეზე ჰყავთ დღეს ევროკავშირი აყვანილი და გამოცხადებული ჰყავღ აღთქმულ ქვეყნად. სექტას ეშინია დისკუსიის, ვინაიდან სექტა მოქმედებს არა საღი განსჯიდან გამოტანილი დასკვნებით, არამედ დოგმებით. დოგმის სისუსტე კი იმაშია, რომ როდესაც დისკუსია იმართება, შესაძლოა, ეს დოგმა გაბათილდეს“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.