შალვა პაპუაშვილი: რევოლუციური პროპაგანდის ფრონტი დამარცხებულია, დღეს ევროკავშირი დოგმის დონეზე ჰყავთ აყვანილი და გამოცხადებული ჰყავთ აღთქმულ ქვეყანად
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ რევოლუციური პროპაგანდის ფრონტი დამარცხებულია და პროტესტის ჯგუფი ფსევდორელიგიურ სექტად ჩამოყალიბდა. მისი თქმით, ეს ჯგუფი მოქმედებს დოგმებით და ევროკავშირი აღთქმულ ქვეყნად ჰყავთ გამოცხადებული.

რევოლუციური პროპაგანდის ფრონტი დამარცხებულია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საზოგადოების თვალწინ პროტესტის ეს ჯგუფი თავისი ყველა დამახასიათებელი ნიშნებით ფსევდორელიგიურ სექტად ჩამოყალიბდა.
„მინდოდა რომ ერთ-ერთ ღირშესანიშნავ თარიღს გამოვხმაურებოდი, იმიტომ რომ თავიანთი დღეთაღრიცხვა აქვს ამ კონკრეტულ ჯგუფს და დღეს 666-ე სიმბოლური დღე არის მათთვის. მთლიანად ეს ჯგუფი, ეს ე.წ უწყვეტი პროტესტი დაიცალა შინაარსისგან და ერთადერთი საკუთარი თავის გამართლებით არის დაკავებული. რევოლუციური პროპაგანდის ფრონტი დამარცხებულია. აღარავის აღარ სჯერა, რომ 2024-25 წლებში მშვიდობიანი აქციები იყო, აღარავის აღარ სჯერა, რომ ისინი ვინც დაკავებულები არიან ძალადობისთვის მათ ძალადობა ჩადენილი არ აქვთ, აღარავის აღარ სჯერა, რომ არჩევნები იყო გაყალბებული. სულ უფრო ხშირია მათი [ოპოზიციის] განცხადებები, რომ არასწორი იყო პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადება. დამარცხდა მთლიანად დღეს უკვე სექტად ჩამოყალიბებული ჯგუფის რევოლუციური პროპაგანდა. ჩვენს თვალწინ პროტესტის ეს ჯგუფი ჩამოყალიბდა ფსევდორელიგიურ სექტად, თავისი ყველა დამახასიათებელი ნიშნებით, სიმბოლიკით, რიტუალებით, რომელსაც ისინი ასრულებენ, თავისი ქურუმებით და წინამძღვრებით, თავისი მსხვერპლებით და მოწამეებით. ამავე დროს, გამომდინარე იქიდან, რომ არის აგრესიული და ძალადობრივი, სწორედ ფსევდორელიგიური, ფუნდამენტალისტური სექტა არის, რომელსაც ახლა ჩვენ ვაკვირდებით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ეს ჯგუფი რეზისტენტულია ნებისმიერი უცხო აზრის მიმართ.
„ის რეზისტენტულია ნებისმიერი უცხო აზრის მიმართ, რომელიც მისი სამყარის წარმოდგენაში არ ჯდება, ის ამიტომ გაურბის ნებისმიერ დიალოგს და მოქმედებს დოგმებით. დოგმის დონეზე ჰყავთ დღეს ევროკავშირი აყვანილი და ჰყავთ გამოცხადებული აღთქმულ ქვეყანად. სექტას ეშინია დისკუსიის, ვინაიდან სექტა მოქმედებს არა საღი განსჯიდან გამოტანილი დასკვნებით, არამედ დოგმებით.დოგმის სისუსტე კი იმაშია, რომ როდესაც დისკუსია იმართება შესაძლოა ეს დოგმა გაბათილდეს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ციტატები სტატიიდან
„ის რეზისტენტულია ნებისმიერი უცხო აზრის მიმართ, რომელიც მისი სამყარის წარმოდგენაში არ ჯდება, ის ამიტომ გაურბის ნებისმიერ დიალოგს და მოქმედებს დოგმებით. დოგმის დონეზე ჰყავთ დღეს ევროკავშირი აყვანილი და ჰყავთ გამოცხადებული აღთქმულ ქვეყანად. სექტას ეშინია დისკუსიის, ვინაიდან სექტა მოქმედებს არა საღი განსჯიდან გამოტანილი დასკვნებით, არამედ დოგმებით.დოგმის სისუსტე კი იმაშია, რომ როდესაც დისკუსია იმართება შესაძლოა ეს დოგმა გაბათილდეს“
„მინდოდა რომ ერთ-ერთ ღირშესანიშნავ თარიღს გამოვხმაურებოდი, იმიტომ რომ თავიანთი დღეთაღრიცხვა აქვს ამ კონკრეტულ ჯგუფს და დღეს 666-ე სიმბოლური დღე არის მათთვის. მთლიანად ეს ჯგუფი, ეს ე.წ უწყვეტი პროტესტი დაიცალა შინაარსისგან და ერთადერთი საკუთარი თავის გამართლებით არის დაკავებული. რევოლუციური პროპაგანდის ფრონტი დამარცხებულია. აღარავის აღარ სჯერა, რომ 2024-25 წლებში მშვიდობიანი აქციები იყო, აღარავის აღარ სჯერა, რომ ისინი ვინც დაკავებულები არიან ძალადობისთვის მათ ძალადობა ჩადენილი არ აქვთ, აღარავის აღარ სჯერა, რომ არჩევნები იყო გაყალბებული. სულ უფრო ხშირია მათი [ოპოზიციის] განცხადებები, რომ არასწორი იყო პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადება. დამარცხდა მთლიანად დღეს უკვე სექტად ჩამოყალიბებული ჯგუფის რევოლუციური პროპაგანდა. ჩვენს თვალწინ პროტესტის ეს ჯგუფი ჩამოყალიბდა ფსევდორელიგიურ სექტად, თავისი ყველა დამახასიათებელი ნიშნებით, სიმბოლიკით, რიტუალებით, რომელსაც ისინი ასრულებენ, თავისი ქურუმებით და წინამძღვრებით, თავისი მსხვერპლებით და მოწამეებით. ამავე დროს, გამომდინარე იქიდან, რომ არის აგრესიული და ძალადობრივი, სწორედ ფსევდორელიგიური, ფუნდამენტალისტური სექტა არის, რომელსაც ახლა ჩვენ ვაკვირდებით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.