ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

McDonald's-მა ფრანჩაიზების მხარდასაჭერად $8.5 მილიარდის ინვესტირება გადაწყვიტა

McDonald's-მა ფრანჩაიზების მხარდასაჭერად 8.5 მილიარდი დოლარის ინვესტირება გადაწყვიტა. კომპანიამ მარჟისა და ბაზრის წილის გაზრდის მიზნით ახალი სამიზნე ინდიკატორები განსაზღვრა და გაფართოების ახალი სტრატეგია შეიმუშავა, რათა დაძლევოდა ინფლაციითა და კონკურენციით გამოწვეული გაყიდვების ზრდის შენელება.

McDonald's-მა ფრანჩაიზების მხარდასაჭერად $8.5 მილიარდის ინვესტირება გადაწყვიტა
McDonald's-მა ფრანჩაიზების მხარდასაჭერად $8.5 მილიარდის ინვესტირება გადაწყვიტაBM.GE

სწრაფი კვების ამერიკულმა გიგანტმა, McDonald's-მა ფრანჩაიზების მხარდასაჭერად $8.5 მილიარდის ინვესტირება გადაწყვიტა. როგორც ცნობილია, კომპანიამ მარჟისა და ბაზრის წილის გაზრდის მიზნით ახალი სამიზნე ინდიკატორები განსაზღვრა და გაფართოების ახალი სტრატეგია შეიმუშავა.

კომპანიაში ვარაუდობენ, რომ ეფექტიანობის 250 საბაზისო პუნქტით გაზრდა ამერიკულ რესტორნებს წლიურ ფულად ნაკადებს საშუალოდ $100,000-ით გაუზრდის, ხოლო ფრანჩაიზები ინვესტიციის ამოღებას დაახლოებით ოთხ წელიწადში შეძლებენ.

რაც შეეხება სამომავლო ფინანსურ მიზნებს, McDonald's-ი ელის, რომ ქსელის გაფართოება 2027 წელს სისტემური გაყიდვების ზრდას 2.5%-ით გამოიწვევს. ამასთან, კომპანია 2030 წლისთვის საოპერაციო მარჟის 50%-იან ნიშნულზე მიღწევას გეგმავს, მაშინ როდესაც 2025 ფისკალურ წელს საოპერაციო მარჟამ 46.9% შეადგინა, რაც ინვესტორებს არ მოეწონათ.

ზოგადად, აშშ-სა და საერთაშორისო ბაზრებზე გაყიდვების ზრდის ტემპი შენელებულია, რაც მუდმივმა ინფლაციამ და ბიუჯეტური შეთავაზებების სეგმენტში გამწვავებულმა კონკურენციამ გამოიწვია. მაგალითად, McDonald's-მა მეორე კვარტალის გაყიდვების ზრდის პროგნოზები ვერ შეასრულა, რაც ოპერაციულმა ხარვეზებმა განაპირობა. სწორედ ამიტომ, კომპანიის მენეჯმენტმა ახალი სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც ფრანჩაიზების გაძლიერებაზე და შეთავაზებების კონკურენტუნარიანობის გაზრდაზეა ფოკუსირებული.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
"მაკდონალდს საქართველოს" შემოსავალი 327 მილიონ ლარამდე გაიზარდა, წმინდა მოგება კი 26.7 მილიონი ლარი იყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები