ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"მაკდონალდს საქართველოს" შემოსავალი 327 მილიონ ლარამდე გაიზარდა, წმინდა მოგება კი 26.7 მილიონი ლარი იყო

შპს „თ და კ რესტორნების“ შემოსავალი 2025 წელს 15.6%-ით გაიზარდა და 327.1 მილიონი ლარი შეადგინა, თუმცა წმინდა მოგება 14.5%-ით შემცირდა და 26.7 მილიონ ლარამდე დავიდა. კომპანიის მონაცემებით, ხარჯების მატების მიუხედავად, მიღებული შეკვეთების რაოდენობამ 14.66 მილიონს მიაღწია.

"მაკდონალდს საქართველოს" შემოსავალი 327 მილიონ ლარამდე გაიზარდა, წმინდა მოგება კი 26.7 მილიონი ლარი იყო
"მაკდონალდს საქართველოს" შემოსავალი 327 მილიონ ლარამდე გაიზარდა, წმინდა მოგება კი 26.7 მილიონი ლარი იყოBM.GE

საქართველოში „მაკდონალდსის“ ფრენჩაიზის მფლობელმა შპს „თ და კ რესტორნებმა“ 2025 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, კომპანიამ მომხმარებლებთან გაფორმებული კონტრაქტებიდან 327.1 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2024 წლის მაჩვენებელს 15.6%-ით აღემატება. ამასთან, წმინდა მოგება წინა წელთან შედარებით 14.5%-ით შემცირდა და 26.7 მილიონი ლარი შეადგინა. კომპანიის ინფორმაციით, გასულ წელს მათ სულ 14.66 მილიონი შეკვეთა მიიღეს, რაც წლიურად 10.1%-ით გაიზარდა, ერთი ტრანზაქციის (შეკვეთის) ღირებულება კი საშუალოდ 22.3 ლარი იყო.

საქართველოში „მაკდონალდსის“ ფრენჩაიზის მფლობელია კომპანია „თ და კ რესტორნები“, რომელიც „მაკდონალდსის“ სწრაფი კვების ობიექტების ქსელს მართავს. 2025 წლის ბოლოს კომპანიის ქსელი ხუთ ქალაქში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში, 27 რესტორანს აერთიანებდა. წლის განმავლობაში კომპანიამ ორი ახალი რესტორანი გახსნა.

კომპანიის წილები უცვლელია: ბიზნესმენ თემურ ჭყონიას 90% ეკუთვნის, ხოლო გენერალურ დირექტორ თენგიზ კაპანაძეს 10%.

ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, შემოსავლების ზრდის პარალელურად, კომპანიის ხარჯებიც გაიზარდა. ყველაზე დიდი დანახარჯი გამოყენებულ მასალებზე მოდის, რომლის მოცულობამ 134.6 მილიონი ლარი შეადგინა, 2024 წელს კი 111.1 მილიონი ლარი იყო. თანამშრომელთა სარგებლის ხარჯი 46.9 მილიონი ლარიდან 60.7 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

2025 წელს კომპანიის სხვა ძირითადი ხარჯები ასე განაწილდა:

სხვა საოპერაციო ხარჯები - 61.4 მილიონი ლარი, 2024 წლის 52.5 მილიონ ლართან შედარებით;

როიალტი - 27.8 მილიონი ლარი, წინა წლის 23.6 მილიონ ლართან შედარებით;

ცვეთა და ამორტიზაცია - 13.5 მილიონი ლარი, 2024 წლის 11.9 მილიონ ლართან შედარებით.

ამასთან, ფინანსური ხარჯი 5.6 მილიონი ლარიდან 5.2 მილიონ ლარამდე შემცირდა. 2024 წელს დაფიქსირებული 1.1 მილიონი ლარის წმინდა საკურსო ზარალის ნაცვლად, 2025 წელს კომპანიას 1.1 მილიონი ლარის წმინდა საკურსო მოგება ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ხარჯების ზრდამ საოპერაციო მოგებაზე უარყოფითად იმოქმედა.

2025 წელს „თ და კ რესტორნებმა“ საინვესტიციო საქმიანობაც გააგრძელა. ძირითადი საშუალებების შესაძენად კომპანიამ 38.9 მილიონი ლარი დახარჯა.

კომპანიის აქტივების საერთო მოცულობა 2025 წლის ბოლოს 249.3 მილიონი ლარი იყო, წინა წლის ბოლოს კი 224.6 მილიონ ლარს შეადგენდა. მათ შორის, ძირითადი საშუალებების ღირებულება 172.2 მილიონი ლარიდან 199.4 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

ანგარიშის თანახმად, კომპანიის კაპიტალი წლის ბოლოს 167.8 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო ვალდებულებები ჯამში 81.5 მილიონი ლარი იყო. 2025 წელს კომპანიამ დივიდენდად 2.8 მილიონი ლარი გასცა, რაც წინა წლის მაჩვენებლის თითქმის იდენტურია.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
McDonald's-მა ფრანჩაიზების მხარდასაჭერად $8.5 მილიარდის ინვესტირება გადაწყვიტაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები