მუსიკოსი „კორძი" გაუქმებული კონცერტის გამო, ორგანიზატორებისგან პასუხს ითხოვს: „ღონისძიების სპონსორები,
მუსიკოსმა „კორძმა“ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და გორში დაგეგმილი კონცერტის გაუქმებასთან დაკავშირებით ორგანიზატორები და სპონსორები გააკრიტიკა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტი მასპინძელ სივრცეს დაემუქრა, ხოლო სპონსორებმა რეაგირება არ მოახდინეს.

მუსიკოსი „კორძი”, მის გაუქმებულ კონცერტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ღონისძიების სპონსორებს – ევროკავშირს, გოეთეს ინსტიტუტს, დანიის კულტურის ინსტიტუტს აკრიტიკებს.
„გორში დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით:
გორის მუნიციპალიტეტი ღონისძიების მასპინძელ სივრცეს „გაბრაზებული ბრბოს“ მობილიზებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ ჩემს გამოსვლას არ გააუქმებდნენ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მთელი კვირის განმავლობაში, როგორც სამთავრობო მედიის, ისე პარლამენტის მხრიდან, ჩემი და მასპინძელი სივრცის მისამართით უკიდურესად შეუფერებელი თავდასხმები ხორციელდებოდა.
ღონისძიების სპონსორები (ევროკავშირი, გოეთეს ინსტიტუტი და დანიის კულტურის ინსტიტუტი) მიიჩნევენ, რომ მსგავს სიტუაციაში რეაგირების გარეშე დარჩენა მისაღებია.
მე კი ვფიქრობ, რომ ეს არ არის მისაღები.
მმართველი პარტიის მიერ ჩემი კონცერტების ჩაშლა მორიგი ფსკერია; კარგი იქნებოდა, ორგანიზატორებისგან მცირეოდენი მხარდაჭერა მაინც მიმეღო…” – წერს „კორძი”.
მისივე თქმით, „უკვე ყელში ამოუვიდა ყოველ მეორე კვირას პოლიტიკური განცხადების წერა“.
როგორც ცნობილია, „კორძის“ კონცერტი, რომელიც 26 სექტემბერს იყო დაგეგმილი, აღარ გაიმართება.
ციტატები სტატიიდან
„უკვე ყელში ამოუვიდა ყოველ მეორე კვირას პოლიტიკური განცხადების წერა“
„მობილიზებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ ჩემს გამოსვლას არ გააუქმებდნენ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მთელი კვირის განმავლობაში, როგორც სამთავრობო მედიის, ისე პარლამენტის მხრიდან, ჩემი და მასპინძელი სივრცის მისამართით უკიდურესად შეუფერებელი თავდასხმები ხორციელდებოდა. ღონისძიების სპონსორები (ევროკავშირი, გოეთეს ინსტიტუტი და დანიის კულტურის ინსტიტუტი) მიიჩნევენ, რომ მსგავს სიტუაციაში რეაგირების გარეშე დარჩენა მისაღებია. მე კი ვფიქრობ, რომ ეს არ არის მისაღები. მმართველი პარტიის მიერ ჩემი კონცერტების ჩაშლა მორიგი ფსკერია; კარგი იქნებოდა, ორგანიზატორებისგან მცირეოდენი მხარდაჭერა მაინც მიმეღო…“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.